“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია, გადაცემა რეაქციაში, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს და განმარტავს, თუ რატომ არ იყო სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები ამ დროის განმავლობაში:
“ძალიან გულწრფელად ვამბობ, ბოლო თვეების განმავლობაში, დიახაც, ნაციონალური მოძრაობის სტრატეგია გახლდათ, მუშაობა ძალიან აქტიური ყოფილიყო საერთაშორისო ფრონტზე, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი. არც ვმალავდით და არც არაფერია დასამალი, პრიორიტეტი გახდა ბოლო თვეების მანძილზე, ჰუმანიტარული მიმართულება, იმდენად მძიმეა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბევრს არ წარმოუდგენია და ნაციონალური მოძრაობა განგებ თავს იკავებდა სხვადასხვა ტიპის აქციების ჩატარებისგან თავს.
ჩემთვის და არამხოლოდ ჩემთვის, მნიშვნელოვანია შედეგი და არა პროცესი პროცესისთვის. შედეგი, რომელიც გულისხმობს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას საზღვარგარეთ. ხელისუფლება საწყის დღეებში ახერხებდა მცდარად დარწმუნებას საერთაშორისო მეგობრების, რომ ადგილი აქვს სიმულაციას, სპეკულაციას, დაფინანსებული მილიონობით დოლარით, ეს პროპაგანდა გარკვეულწილად შედეგს აღწევდა. ნაციონალური მოძრაობა, თავიდან ბოლომდე დაინტერესებული იყო სწრაფად დახსნილიყო სააკაშვილი ტყვეობიდან. სანამ სააკაშვილი არის ტყვეობაში, პრობლემები ნაციონალურ მორაობაში არ შემცირდება, ამას გულახდილად ვამბობ. მე ვისურვებდი, ყოფილიყო კონსოლიდირებული”, – განაცხადა მელიამ.
რაზეც გრიგოლიამ უპასუხა: ინფორმაციას, რომელიც მე მოვყევი პირდაპირ ეთერში, მოყვა ძალიან მწვავე რეაქცია, გრიგოლია სუსის ინფორმაციას ახმოვანებსო, ახლა მე მინდა, როგორც თავმჯდომარეს ისე გკითხოთ, გამოაგზავნა თუ არა ეს წერილი სააკაშვილმა, რომ ვივამედის ტერიოტორიაზე მას არ უნდოდა აქცია?
“ძალიან გულწრფელად ვამბობ, ბოლო თვეების განმავლობაში, დიახაც, ნაციონალური მოძრაობის სტრატეგია გახლდათ, მუშაობა ძალიან აქტიური ყოფილიყო საერთაშორისო ფრონტზე, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი. არც ვმალავდით და არც არაფერია დასამალი, პრიორიტეტი გახდა ბოლო თვეების მანძილზე, ჰუმანიტარული მიმართულება, იმდენად მძიმეა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბევრს არ წარმოუდგენია და ნაციონალური მოძრაობა განგებ თავს იკავებდა სხვადასხვა ტიპის აქციების ჩატარებისგან თავს” ,- განაცხადა მელიამ.