ექიმი, ანა ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თბილისის მერზე წერს. ის იმედს იტოვებს, რომ კახა კალაძეს უკრაინაში შესვლა აეკრძალება.
“სულ იმაზე მეფიქრება, კვარაცხელია ფეხბურთელად აქცია და კაცად დააყენა რუსეთმა, აუგს როგორ იტყვის, კარგი კაცია, სიკეთეს აფასებს და ტეხავსო და ამ, კახა კალაძეს რით ვერ დაანახა სიკეთე კიევმა და უკრაინამ?!
რომელი გაგებით არის კაი ტიპი? მეგობრულით, ადამიანურით, თუ კაცურით?!
(დიდი იმედი მაქვს, საერთოდ აეკრძალება შესვლა მაგ ქვეყანაში და მისი ქონების ნაციონალიზაციაც ალალი იქნება! ჰო, კლიჩკოს მარჯვენაც რომ მუშა და ძლიერი იქნება, ქვედა ყბის მიმართულებით, მაგის იმედიც მაქვს!)” – წერს ქავთარაძე
