სიცილიელმა მონაზონმა, რომელმაც სასიმღერო კონკურს The Voice-ის იტალიურ ვერსიაში გაიმარჯვა, ეკლესია დატოვა და ახლა ესპანეთში მიმტანად მუშაობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა theguardian ავრცელებს.
მონაზონმა 2014 წელს საკუთარი ნამღერით ყველა შოკში ჩააგდო, მათ შორის იტალიელი მსახიობი და მომღერალი რაფაელა კარა. კრისტინა სკუჩიას ნამღერის მოსმენის შემდეგ რაფაელა კარამ აღნიშნა, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ლაპარაკი უჭირდა.
კრისტინა სკუჩიამ თქვა, რომ მონაზვნობის დატოვების გადაწყვეტილების მიღებაში ფსიქოლოგი დაეხმარა. მან აღნიშნა რომ მისი გადაწყვეტილება არ ნიშნავს რწმენაზე უარის თქმას.
”მე გადავწყვიტე გავყოლოდი ჩემს გულს ისე, რომ არ ვფიქრობდი იმაზე, თუ რას იტყვის ხალხი ჩემზე,” – განაცხადა მან.
