ფილოლოგი და ქველმოქმედი, აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ორ ქალს და ორ ბავშვს, პირდაპირ ქუჩაში სძინავთ. ამასთან, ეს პირები უკრაინელები არიან.
“აუცილებლად წაიკითხეთ. გურამიშვილის გამზირზე, 17ბ ნომერში,ორ ქალს და ორ ბავშვს, პირდაპირ ქუჩაში სძინავთ. უკრაინელები არიან, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ჩვენთან ცხოვრობენ. აქამდე ჩვენ ვუხდიდით ბინის ქირას, მაგრამ არც აჩერებენ არსად და არც არავინ უშვებს ქუჩიდან სახლში საცხოვრებლად. ბოლო სახლიდანაც გამოყარეს და ისევ ქუჩაში სძინავთ. ჰყავთ ძალიან ბევრი ცხოველი და უვლიან და ძირითადად ამის გამო არ უშვებს არავინ.
ვინმეს თუ გაქვთ სახლი, რომ აქირავებდეთ, ისევ ჩვენ გადავუხდით ქირას, ოღონდ ვინმემ შეუშვით. ან თუ ვინმეს დახმარება გინდათ აქ არიან ესენი სულ. უკვე ფსიქიური პრობლემები აქვთ დიდებსაც და პატარებსაც, საშინელი საყურებელია. საჭმელი რაც შეგვიძლია მიგვაქვს ხოლმე, მაგრამ ამ ყინვაში არაფერი არ შველით მართლა.
შეგიძლიათ პირდაპირ მიხვიდეთ და დაელაპარაკოთ, თუ დახმარება შეგიძლიათ.
ჩვენც სულ მზად ვართ, თუკი ვინმე შეუშვებთ სახლში.
ყველაფერზე დიდი საშინელებაა და არაფრით არ შეიძლება, მშიერი ბავშვების ქუჩაში ძილი. ადამიანებად ხო უნდა გაიზარდონ . იმედია ექნებათ თავშესაფარი და ყველაფერი კარგად იქნება”, – წერს აკა სინჯიკაშვილი.