Monday, May 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

6 წესი რომელიც უნდა დავიცვათ 2023 წლის შესახვედრად

November 29, 2022
6 წესი რომელიც უნდა დავიცვათ 2023 წლის შესახვედრად

2023 წლის მთავარი სიმბოლო შავი კურდღელია. მაშინ, როცა ირგვლივ უამრავი გამოწვევაა, ადამიანები ცდილობენ, ახალ წელს გარკვეული რჩევების დაცვით შეხვდნენ, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდონ. თუ ვეფხვის წელი მშფოთვარე და აქტიური იყო, ახლა მას წინდახედული დრო მოჰყვება. კურდღელი მშვიდობისმოყვარე ნიშანია, რომელსაც შემოქმედებითობა, თანაგრძნობა და სენსიტიურობა ახასიათებს. ის ყოველგვარ კონფლიქტს მთელი ძალით გაურბის. ამავდროულად, მშვენივრად ესმის, რა არის მისი მთავარი მიზანი. ახალი პერსპექტივების დროა, რომელიც თავდაჯერებულობასა და ენერგიას მოგვცემს. კურდღელი ჩინურ ასტროლოგიაში წყლის ნიშანია, ამიტომაც ეს წელი პროგნოზულობითა და მოქნილობით იქნება გამორჩეული. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ზოდიაქოს ეს ნიშანი ძალიან ფრთხილია და შესაძლოა, ამის გამო ხელიდან კარგი შესაძლებლობები გაუშვას.

კურდღელი ურთიერთობებისთვის ღიაა. შეუძლია კარგი კომუნიკაცია და შესანიშნავი დიპლომატიით ხასიათდება. ამიტომაც, ასტროლოგების თქმით, ეს წელი რომანტიკული ურთიერთობებისთვის, ქორწინებისა და ოჯახური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის შესანიშნავია. ასევე, კარგი დროა, რომ კონფლიქტები და ძველი წყენები მოაგვაროთ.

6 წესი რომელიც უნდა დავიცვათ 2023 წლის შესახვედრად

როგორ აღვნიშნოთ სწორად 2023 წლის შემოსვლა?

  • პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახლი ზედმეტი, ძველი ნივთებისაგან გაათავისუფლოთ. კურდღელი მეოჯახე ნიშანია, ამიტომაც უყვარს, როცა სახლში სიმყუდროვე და ჰარმონიაა. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, რომ ახალი წლის დღეს დასუფთავება არ დაიწყოთ. ეს საქმე წინა დღეებში მოაგვარეთ. ჩინური ტრადიციის თანახმად, ახალ წელს დასუფთავება დაუშვებელია, რადგან ეს სიმდიდრისა და იღბლის სახლიდან გატანის სიმბოლოა. ბავშვებმა შესაძლოა, ქაღალდისგან კურდღელი გამოჭრან და სხვადასხვა ადგილზე განათავსონ.
  • ჯობს, ეს წელი სახლში, ოჯახურ გარემოში აღნიშნოთ. კურდღელს, როგორც აღვნიშნეთ, სახლის გარემო განსაკუთრებულად უყვარს, ამიტომაც თქვენც შეძლებთ, წარმატება მოიზიდოთ. მნიშვნელოვანია, რომ შეძლებისდაგვარად, ამ დღეს მთელი ოჯახი სადღესასწაულო მაგიდასთან შეიკრიბოს.
  • მოირგეთ წლის მთავარი ფერები და ისე შეხვდით ახალ წელს. მაგალითად, შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი, თეთრი, ცისფერი, ლურჯი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი სამოსი. განსაკუთრებით პოპულარულია ბრჭყვიალებიანი და ბუმბულიანი ელემენტები.
  • ასტროლოგების თქმით, თუ გსურთ, მომდევნო წელი თქვენთვის წარმატებული იყოს, ოთახში, სადაც ახალი წლის შემოსვლას აღნიშნავთ, ბევრი ხის ნივთი უნდა გქონდეთ.
  • გახსოვდეთ, სუფრაზე კურდღლის ხორცი არ უნდა გქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, წლის მთავარ სიმბოლოს გაანაწყენებთ.
  • კურდღელს განსაკუთრებით გამოყენებადი და საჭირო ნივთების ჩუქება უყვარს. ამიტომაც, თუ საყვარელი ადამიანისათვის საჩუქარს ეძებთ, ამ მიმართულებით იხელმძღვანელეთ.რა უნდა გააკეთოთ ფინანსური წარმატებისა და ბედნიერების მოსაზიდად?
    • ასტროლოგების თქმით, უმჯობესია, თუ მონეტებს ფოლგაში გაახვევთ და ნაძვის ხეზე მოათავსებთ.
    • დადეთ რამდენიმე მონეტა თეფშების ქვეშ, რომელსაც ოჯახის წევრებისა თუ სტუმრებისთვის გააწყობთ.
    • ასევე, ახალ წლამდე დაფარეთ ყველა ვალდებულება და სესხი.
    • ახალი წლის დადგომისას გააღეთ ფანჯარა ან კარი.
    • თუ ნაძვის ხეზე გულის ფორმის დეკორაციას დაკიდებთ, ეს სიყვარულის პოვნაში დაგეხმარებათ.
    • ახალ წელს მწვანე ფერის სანთლების ანთება ოჯახურ კეთილდღეობას გვპირდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “კვლავ სამარცხვინო ამბავი მომხდარა…” – რას წერს ნიკა გვარამია
  • წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარი – გაფრთხილება ამინდის შესახებ
  • ზურა შევარდნაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge