გუშინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც მექსიკის ნაკრებთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, არგენტინელი ტოპვარსკვლავი, ლიონელ მესი გასახდელში საკუთარი ბუცების გახდის დროს, შემთხვევით მექსიკის მაისურს ადგამს ფეხს. ამ ქმედებამ ცნობილი მექსიკელი მოკრივე, მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი საულ ალვარესი გაანაწყენა.
„მესის ურჩევნია ილოცოს, რომ არსად გადამეყაროს. ისევე როგორც მე ვცემ პატივს არგენტინას, მანაც უნდა სცეს პატივი მექსიკას. მე არ ვსაუბრობ მთლიანად ქვეყანაზე, მხოლოდ იმ საქციელზე, რომელიც მან ჩაიდინა“, – განაცხადა ალვარესმა.