გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. ერთ-ერთი გარდაცვლილი მურმან მოფინაძეა. სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად, ორი ადამიანი ადგილზევე დაიღუპა, ხოლო ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
