ახლახანს 23 წლის გოგო ტრაგიკულად დაიღუპა. როგორც ცნობილია, ის ავტოავარიას ემსხვერპლა.
“შეწყვეტილი სიცოცხლე!
ავტო კატასტროფის მსხვერპლი – ნატული
ენძელას ჰგავდა… 23 გაზაფხულის ქორწილის მაყარი იყო და საკუთარი ქორწილის დედოფლობას ვერ ეღირსა. მტარვალმა წუთისოფელმა შეუმოკლა სავალი გზა დიდი სოფლისაკენ… 24-ე არშემდგარი ახალი წელი და ქვად ქცეული ნატული, ნიჭიერების სკივრი, სითბო – სიყვარულით, კეთილშობილებით, სათნოებით გამორჩეული ახლა უკვე სოფელ ჭიორის, მთელი რაჭის, ნათესავ – მეგობრების მოუშუშებელ ტკივილად იქცა, თურმე დაბადებისას მხოლოდ 23 კაშკაშა ვარსკვლავი დაჰნათოდა ჩვილს…ასე დაწერა ნატო რეხვიაშვილის ბედი წერა- მწერალმა!
ნათელში იყავი, შვილო! გამძლეობას ვუსურვებ შენს მშობლებს”, – წერენ სოციალურ ქსელში.