სენაკში ავარიის შედეგად დაშავებული 43 წლის კაცი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. გარდაცვლილი ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.
“მთელი სენაკი გლოვობს. კახა მძიმე მდგომარეობაში, ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, რამდენიმე დღე იყო. სამწუხაროდ, გამთენიისას დაიღუპა“,-აცხადებს ახლობელი.
ავტომობილი, რომელსაც კახა გაბელია მართავდა, ბორდიურს შეეჯახა.
წყარო: გურიაnews
