Tuesday, December 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რომელი ხილი უნდა მიირთვათ ზამთარში – ენდოკრინოლოგი სეზონური ხილის სასარგებლო თვისებებზე

November 24, 2022
რომელი ხილი უნდა მიირთვათ ზამთარში – ენდოკრინოლოგი სეზონური ხილის სასარგებლო თვისებებზე

ხი­ლის მი­ღე­ბა რომ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, ორ­გა­ნიზ­მის ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია – ამ­ჯე­რად სე­ზო­ნურ ხილ­ზე ვსა­უბ­რობთ, იმა­ზე, თუ რო­მე­ლი რო­გორ და რა რა­ო­დე­ნო­ბით უნდა მი­ვი­ღოთ ზამ­თარ­ში, რომ ორ­გა­ნიზ­მში შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ვი­ტა­მი­ნე­ბი და მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი. ამას­თან, რო­გო­რი უნდა იყოს ჯან­სა­ღი ხილი, რო­მელ­საც ამ პე­რი­ოდ­ში მი­ვირ­თმევთ.

ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს სიმ­სუქ­ნის შემ­სწავ­ლე­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი ქე­თე­ვან ასა­თი­ა­ნი საზოგადოებას რჩევებს უზიარებს:

– რა ხილი უნდა მი­ვი­ღოთ ზამ­თრის სე­ზონ­ზე?

– წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს სა­სურ­ვე­ლია, მი­ირ­თვათ სე­ზო­ნუ­რი პრო­დუქ­ტი. ზამ­თარ­ში იმუ­ნი­ტე­ტი შე­და­რე­ბით და­ბა­ლია და შე­სა­ბა­მი­სად გა­ცი­ე­ბი­სა და გრი­პის რის­კი მა­ღა­ლია, ამი­ტომ ხი­ლის შერ­ჩე­ვი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ა­ნი­ჭოთ ისეთ პრო­დუქტს, რო­მე­ლიც საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბით შე­ი­ცავს C ვი­ტა­მინს. სა­სურ­ვე­ლია, მი­ირ­თვათ მან­და­რი­ნი, ფორ­თო­ხა­ლი, კივი, კომ­ში, ბრო­წე­უ­ლი, ლი­მო­ნი, ვაშ­ლი, ფე­ი­ხოა, ხურ­მა, მსხა­ლი, გრე­იფ­რუ­ტი.

– არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­ძე­ნი­ლი ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი, რო­მე­ლიც არა­ვინ იცის რამ­დე­ნი ხნის მოკ­რე­ფი­ლია, სა­სარ­გებ­ლო არ არის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის. რას გვე­ტყვით ამა­ზე?

– ეს მო­საზ­რე­ბა არ­ცთუ უსა­ფუძ­ვლოა. ესა თუ ის ეგ­ზო­ტი­კუ­რი ხილი საკ­მაო გზას გა­ივ­ლის, ვიდ­რე სა­ქარ­თვე­ლოს სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის დახლზე აღ­მოჩ­ნდე­ბა. ხი­ლის მოკ­რე­ფის შემ­დეგ ის უთუ­ოდ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ნივ­თი­ე­რე­ბით, რომ­ლე­ბიც, ერთი მხრივ, ახან­გრძლი­ვებს მის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბას, მე­ო­რე მხრივ, კი უზ­რუნ­ველ­ყოფს ხი­ლის “მაც­დურ,” მა­დი­საღ­მძვრელ გა­რეგ­ნულ მხა­რეს. ეს კი უცი­ლობ­ლად აღ­ძრავს ადა­მი­ან­ში მისი შე­ძე­ნის და და­გე­მოვ­ნე­ბის სურ­ვილს. ვფიქ­რობ, აქ სა­უ­ბა­რი იმის შე­სა­ხებ, ხილი თუ რამ­დე­ნად სა­სარ­გებ­ლოა, ზედ­მე­ტია.

– რო­მე­ლია ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო ხილი?

– კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი­მეს გა­მორ­ჩე­ვა გა­მი­ჭირ­დე­ბა. რად­გან სე­ზო­ნურ ხილ­ზე ვსა­უბ­რობთ, თი­თო­ე­ულ მათ­განს მოკ­ლედ შე­ვე­ხე­ბი. ასე, მა­გა­ლი­თად:

• კივი – ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვის შემ­ცვე­ლო­ბით პირ­ველ ად­გილ­ზეა. შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, მაგ­ნი­უმს. მი­იჩ­ნე­ვა, რომ მისი ყო­ველ­დღი­უ­რი მირ­თმე­ვა ხელს უწყობს სის­ხლში ტრიგ­ლი­ცე­რი­დე­ბის დო­ნის (ცხი­მის ერთ-ერთი კომ­პო­ნენ­ტი) დაქ­ვე­ი­თე­ბას, რაც, თა­ვის მხრივ, ამ­ცი­რებს გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რისკს, ასე­ვე მისი ყო­ველ­დღი­უ­რი მირ­თმე­ვა საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი სის­ტე­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბის წი­ნა­პი­რო­ბაა.

• ვაშ­ლი შე­ი­ცავს რკი­ნას, საკ­ვებ ბოჭ­კოს, მდი­და­რია ფლა­ვო­ნო­ი­დე­ბით. მახ­სენ­დე­ბა ინ­გლი­სუ­რი ან­და­ზა – დღე­ში ერთი ვაშ­ლის მირ­თმე­ვა ექიმ­თან მის­ვლას აგა­რი­დებს.

• ხურ­მა შე­ი­ცავს კა­ლი­უმს, მაგ­ნი­უმს, რკი­ნას, ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვას. მისი შე­მად­გენ­ლო­ბის გლუ­კო­ზა და ფრუქ­ტო­ზაა, შე­სა­ბა­მი­სად, ის საკ­მა­ოდ და­მა­ნაყ­რე­ბე­ლი, გემ­რი­ე­ლი, არო­მა­ტუ­ლი და მა­ღალ­კა­ლო­რი­უ­ლი ხი­ლია.

• ფორ­თო­ხა­ლი მდი­და­რია ას­კორ­ბი­ნის და ფო­ლი­უ­მის მჟა­ვით, შე­ი­ცავს კა­ლი­უმს. ხელს უწყობს იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის გაძ­ლი­ე­რე­ბას, აქ­ვე­ი­თებს სის­ხლში ქო­ლეს­ტე­რი­ნი­სა და ტრიგ­ლი­ცე­რი­დე­ბის დო­ნეს.

• ბრო­წე­უ­ლი შე­ი­ცავს რკი­ნას, ას­კორ­ბი­ნის მჟა­ვას, სათ­რიმ­ლავ ნივ­თი­ე­რე­ბას, რაც ორ­გა­ნიზმს იცავს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის­გან და გულ­სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სა­გან. მისი მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მათ­თვის, ვი­საც რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია აქვს.

• მსხა­ლი უჯრე­დი­სით მდი­და­რი პრო­დუქ­ტია, ეს კი სა­სი­კე­თოდ მოქ­მე­დებს საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბელ სის­ტე­მა­ზე, აძ­ლი­ე­რებს პე­რის­ტალ­ტი­კას და შე­სა­ბა­ბი­სად ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ყაბ­ზო­ბას. საკ­მა­ოდ გემ­რი­ე­ლია და შე­ი­ცავს და­ახ­ლო­ე­ბით 100 კკალ.

• გრე­იფ­რუ­ტი შე­ი­ცავს ფლა­ვო­ნო­ი­დებ­სა და ლი­კო­პინს, რაც ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სის­ტე­მას აძ­ლი­ე­რებს. ასე­ვე შე­ი­ცავს პექ­ტინს, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბას უწყობს ხელს, მდი­და­რია B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბით. 100 გრა­მი – 40 კკალ.

• მან­და­რი­ნი შე­ი­ცავს PP, A, B, C, E ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს. ასე­ვე ფლა­ვო­ნო­ი­დებს, ეთერ­ზე­თებს. მდი­და­რია კა­ლი­უ­მით, კალ­ცი­უ­მით, მაგ­ნი­უ­მით – ეს მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მის სრულ­ფა­სო­ვა­ნი მუ­შა­ო­ბის­თვის.

• კომ­ში შე­ი­ცავს ბი­ო­ლო­გი­უ­რად აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს, მათ შო­რის ვაშ­ლი­სა და ლი­მო­ნის მჟა­ვას. ასე­ვე რკი­ნას, თუ­თი­ას, ფოს­ფორს, კალ­ცი­უმს, პექ­ტი­ნებს. მკვეთრ ყვი­თელ შე­ფე­რი­ლო­ბას კომშს აძ­ლევს C, B, PP ვი­ტა­მი­ნე­ბი. მას აქვს ან­ტი­ოქ­სი­დან­ტუ­რი და ან­ტი­ვირუ­სუ­ლი თვი­სე­ბე­ბი.

• ფე­ი­ხოა შე­ი­ცავს იოდს, რკი­ნას, თუ­თი­ას, მაგ­ნი­უმს, ფოს­ფორს, კა­ლი­უმს, კალ­ცი­უმს და სხვა. ასე­ვე B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს, ფო­ლი­უ­მი­სა და ვაშ­ლის მჟა­ვას, ამი­ნომ­ჟა­ვებს, პექ­ტინს, ეთე­რულ ზე­თებს, ტა­ნინს.

 

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
  • ავტოსაგზაო შემთხვევას თელავში მსხვერპლით დასრულდა
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge