Wednesday, July 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დაკარგულია 195 კგ მარიხუანა – პოლიცია მტკიცებულებების განადგურებას ვირთხებს აბრალებს

November 24, 2022
დაკარგულია 195 კგ მარიხუანა – პოლიცია მტკიცებულებების განადგურებას ვირთხებს აბრალებს

BBC -ის ცნობით, ინდოეთში პოლიციამ დილერებისთვის ჩამორთმეული და განყოფილებაში შენახული 200 კილოგრამი მარიხუანის განადგურება ვირთხებს დააბრალა.

„ვირთხები პაწაწინა ცხოველები არიან, რომლებსაც პოლიციის შიში არ აქვთ. მათგან ნარკოტიკის დაცვა რთულია“, – განაცხადა უტარ-პრადეშის სასამართლომ.

სასამართლო ითხოვდა პოლიციას წარედგინა ჩამორთმეული მარიხუანა, როგორც მტკიცებულება ნარკოვაჭრობის საქმეებზე. მოსამართლემ დაასახელა სამი საქმე, რომლებზეც მარიხუანა მღრღნელებმა გაანადგურეს. როდესაც სასამართლომ პოლიციას ჩამორთმეული ნარკოტიკის მტკიცებულებად წარდგენა მოსთხოვა, პოლიციამ განაცხადა, რომ 195 კილოგრამი მარიხუანა მღრღნელებმა „გაანადგურეს“.

კიდევ ერთ საქმეზე, სადაც 386 კგ ნარკოტიკული საშუალება ფიგურირებდა, პოლიციამ განაცხადა, რომ „მარიხუანას ნაწილი ვირთხებმა შეჭამეს“.

მოსამართლე ჩოდჰარიმ თქვა, რომ მათურას რაიონის პოლიციის განყოფილებაში ინახება დაახლოებით 700 კილოგრამი ამოღებული მარიხუანა და „მთელი ეს რაოდენობა ვირთხების შემოსევის საფრთხის ქვეშაა“.

მისი თქმით, პოლიციას არ აქვს შესაბამისი ცოდნა ამ საკითხთან გასამკლავებლად, რადგან ვირთხები „ზედმეტად პატარები“ არიან. მან ასევე დასძინა, რომ ჩამორთმეული საქონლის დაცვის ერთადერთი გზა „ასეთი უშიშარი თაგვებისგან“ აუქციონის წესით კვლევით ლაბორატორიებსა და სამედიცინო კომპანიებისთვის მიყიდვაა, შემოსავლები კი მთავრობას გადაეცემა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩამორთმეული მარიხუანის განადგურებაში პოლიცია ვირთხებს ადანაშაულებს.

2018 წელს 8 არგენტინელი პოლიციელი გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათ პოლიციის საწყობიდან ნახევარი ტონა მარიხუანის გაუჩინარება თაგვებს დააბრალეს. ექსპერტები არ დაეთანხმნენ ამ მტკიცებას და აცხადებდნენ, რომ ძალიან მცირე იყო იმის შანსი, რომ ცხოველებს ნარკოტიკი საჭმელში არეოდათ და ასეც რომ მომხდარიყო, „თუ თაგვების დიდმა ჯგუფმა შეჭამა ის, საწყობში უამრავ მკვდარ თაგვს იპოვიდნენ“.

2017 წელს აღმოსავლეთ ინდოეთის ბიჰარის შტატში პოლიციამ ათასობით ლიტრი ჩამორთმეული ალკოჰოლის დალევა დააბრალა ვირთხებს, ერთი წლის შემდეგ კი შტატმა აკრძალა ალკოჰოლის გაყიდვა და მოხმარება.

2018 წელს ტექნიკოსებმა, რომლებიც ჩავიდნენ ასამის შტატში გაუმართავი სალარო აპარატის შესაკეთებლად, აღმოაჩინეს, რომ 1,2 მილიონ რუპიაზე მეტი ღირებულების ვალუტის კუპიურები (14,691 აშშ დოლარი) იყო დაქუცმაცებული – სავარაუდო დამნაშავეები კი ვირთხები იყვნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „წამებით მაიძულებდნენ ამის გაკეთებას…” – რას ამბობს თბილისის აეროპორტში დაკავებული დიდი ბრიტანეთის მოქალაქე?
  • „ბიძინას აღარ ჭირდება “ტრიუკების” მოფიქრება…“ – რას წერს გია ხუხაშვილი?
  • იწვიმებს თუ არა დღეს? – ამინდის განახლებული პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge