დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მსახიობ თამარ სხირტლაძის გარდაცვალებას ეხმაურება:
„სპეციალურად გავაკეთებინე ძველი ფოტოს განახლება და გაფერადება, რომ მეჩვენებინა ამ მოხუცის ახალგაზრდობის სახე. მთელი საქართველო სამძიმარს გამოთქვამს თამარ სხირტლაძის გარდაცვალების გამო და ვერცერთმა ვერ მოიფიქრა, რომ მოეხდინათ ძველი სურათის გაფერადება და განახლება. ახალმა თაობამ არ იცის ვინ იდგა ამ დაბერებული სახის უკან. ძალიან ცოტა ფოტო მოიძებნება ძველი, თუმცა რაც მოვძებნე მისი რესტავრაცია მოვახერხეთ. ფოტოს ორიგინალს ნახავთ კომენტარებში.“ – წერს მანგო

