რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები ახალგზარდა ფეხბურთელმა ამ შეკითხვას პასუხი ექსპერტიზამ საბოლოო დასკნით უნდა გასცეს. ასევე უნდა დაადგინოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება – 19 წლის შაქარაშვილი წყალში ცოცხალი ჩავარდა თუ უკვე გარდაცვლილი ჩააგდეს.
ან როგორ მოხვდა იქ სადაც მისი ცხედარი იპოვეს. ასევე გაჩნდა ეჭვი, რომ შაქარაშვილის ძებნას 4 დღე არ სჭირდებოდა. ამიტომაც მისი წყალში დიდხანს ყოფნა ვიღაცას მიზანმიმართულად აწყობდა. რათა ცნობილია, რომ რაც უფრო დიდხანს ჩერდება ცხედარი წყალში, მისი ექსპერტიზა ჭირს.
„რეზონანსი“ შეეცადა ამ ხნის განმავლობაში საქმის ირგვლივ არსებული ყველა კითხვა დაესვა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მედიაში, იურისტებში და საზოგადოებაში გაჩნდა. დროის გასვლასთან ერთად კითხვები სულ უფრო მეტი ჩნდება ე.წ. ოქროს მოწმეების და შაქარაშვილის მეგობრების მიმართაც, რომლებიც მცხეთის ხიდზე მისი გაუჩინარების დროს მასთან ერთად იყვნენ.
ჩანთის და შქარაშვილის მდინარეში პოვნის ეპიზოდი
ამ დრომდე გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა 19 წლის შაქარაშვილი მდინარე არაგვში. ჩხუბის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით თან იმ პირობებში, როცა მან ტერიტორია კარგად არ იცოდა. შაქარაშვილის წელის ჩანთა, რომელიც მაშველებმა ხიდის ქვეშ შეკრული იპოვეს. თუ კი ის შეშინებული სიბნელეში გარბოდა, რატომ არ მოიშორა მხარზე გადაკიდებული ჩანთა, ან ბუჩქებსაა და ხეებში გაქცევის დროს როგორ არ დარჩა რაიმე კვალი. პერანგის ნაფლეთი, ან როგორ არ გასძვრა მხრიდან ჩანთა. ასევე „რეზონანსს“ წყარო უყვება, რომ ადგილზე მიყვანილმა ძაღლმა შაქარაშვილის კვალი ვერ აიღო.
შაქარაშვილის პერსონალურად დევნის და მკვლელობის მოტივი
„მთავარის“ გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, სკანდალური განცხადება გააკეთა.
გვარამია სანდო წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მცხეთაში დაპირისპირება გოგონას გამო დაიწყო. სანდო წყარო გვარამიას უყვება, რომ გოგონას, რომელიც ჩიქოვანს უყვარდა, შაქარაშვილის შეყვარებული იყო და იმ ღამეს საჩხუბრად ამოყვანილმა ბიჭებმა შაქარაშვილი ამის გამო დასაჯეს.
ამ ინფორმაციას „რეზონანსთან” შაქარაშვილის მეგობრებიც ადასტურებენ და ამბობენ, რომ შაქარაშვილის პერსონალურად დევნის მიზეზი ეს გარემოება უნდა გამხდარიყო. გამოცემასთან შქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ ეს ინფორმაცია ოჯახს შაქარაშვილის გაუჩინარების პირველივე დღეს ჰქონდა. მათაც შაქარაშვილის მეგობრებიდან მიიღეს.
შაქარაშვილის დევნის საქმიდან 6 წუთი, რომლის შესახებაც გამოძიებაში ცნობილი არაფერია
19 ივნისის ღამეს, ცენტრალური გზის ახლოს მდებარე სამრეცხაოს ტერიტორიაზე, ჩნდება “მერსედესის” მარკის ავტომობილი, რასაც პირველი დაპირისპირება მოჰყვა. დაპირისპირების შემდგომი რამდენიმე წამი ნაჩვენებია “მთავარის” მიერ გავრცელებულ კადრებში, სადაც ფიქსირდება, რომ ტერიტორიაზე მყოფი პირები გარბიან შემთხვევის ადგილიდან. მათ შორისაა დიჯეი კოკო, რომელიც გადარბის გზის შუა ნაწილზე, ტაქსის აჩერებს და თბილისის მიმართულებით იღებს გეზს. ხოლო “მერსედესი” რამდენიმე წუთის შემდეგ ტერიტორიას ტოვებს.
დაახლოებით 6 წუთში ადგილზე მოდის “ტოიოტა ქამრი”, საიდან გადმოსული პირებიც ხელმეორედ ესხმიან თავს ადგილზე მყოფ უკვე 5 ბიჭს. თავდასხმის შემდეგ ბიჭები ავტობანიდან იფანტებიან. სწორედ ამ მონაკვეთში 6 წუთის განმავლობაში კადრში არაფერი აღარ ჩანს.
ე.წ. ოქროს მოწმე ფოტოგრაფი, რომლის ირგვლივაც გამოძიებას კითხვები გაუჩნდა
შენობა, რომელსაც დაპირისპირების შემდეგ ფოტოგრაფმა თავი შეაფარა, ავტოსამრეცხაოსთან ახლოსაა. სწორედ იქიდან ადევნებდა თვალს ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე განვითარებულ მოვლენებს. სწორედ მის მიმართ აქვს გამოძიებას ეჭვი, რომ მას ფოტოაპარატით ყველაფერი უნდა გადაეღო და მან კარგად უნდა იცოდეს, ამ 6 წუთის განმავლობაში მოვლენები როგორ განვითარდა.
ასევე, რატომ გამოიცვალა მან ტანსაცმელი და რატომ უთხრა ადგილზევე მისსავე გამოძახებულ პოლიციას, რომ აღარაფერი არ ხდებოდა. რატომ არ სთხოვს ის სამართალდამცველებს, რომ დაკარგული მეგობრების მოძენაში დაეხმაროს. ასევე საეჭვოა მცხეთის დეტექტივ-გამომძიებლის პატაკი, სადაც ის ხელმძღვანელობას აცნობებს, რომ ფოტოგრაფი იკობ ბრეგვაძე გამოძიებას მომხდარზე სრულ ინფორმაციას არ აწვდის და ის კუთვნილი ფოტოაპარატიდან მასალების წაშლას აპირებს.
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე პირადად ინახავს „სონის“ ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას“, – ეს პატაკი ეკუთვნის შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს, რომელიც „რადიო თავისუფლებამ“ მოიპოვა და მან 22 ივნისს დაწერა.
გამომძიებლის პატაკი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში დევს. გამომძიებელი შემდგომი რეაგირების თხოვნით მიმართავს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს.
ექსპერტიზაზე გაგზავნამდე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურა მცხეთის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართავს და წერს, რომ ფოტოგრაფი ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას.
„ვინაიდან, ექსპერტიზის ჩატარების გარეშე ვერ მოხერხდება წაშლილი ფოტო-მასალის აღდგენა, აღმოჩენა და გადმოწერა, უნდა მოხდეს ფოტოაპარატის ამოღება, რათა დაინიშნოს საინფორმაციო-ტექნოლoგიური ექსპერტიზა, რის შემდეგაც, მოხდება ფოტოაპარატში არსებული და წაშლილი მასალის აღდგენა“, – რადიო „თავისუფლების“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურის მიერ მცხეთის რაიონული სამმართველოსთვის გაგზავნილ განცხადებაში.
ამის შემდეგ კი როგორც ცნობილი ხდება 23 ივნის ფოტოაპარატის და ტელეფონის ამოღება ხდება. ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტში, რომელიც 24 ივნისით თარიღდება, ვკითხულობთ, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში, ფოტოკამერიდან ამოღებულმა მასალამ 6 DVD დისკი შეადგინა.
შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში, რომელიც რადიო „თავისუფლებამ“ მოიპოვა, არ დევს დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შინაარსის მასალის ამოღება და აღდგენა მოახერხეს იაკობ ბრეგვაძის ფოტოკამერიდან ექსპერტებმა.
ე.წ. მეორე ოქროს მოწმე და შაქარაშვილის მეგობრის გურამ ამირხანაშვილის 4-ჯერ შეცვლილი ჩვენება
რაც შეეხებათ გურამ ამირხანაშვილსა და გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილს, ისინი დაპირისპირების შემდეგ ჩირგვებისკენ გაიქცნენ, რათა საფრთხეს გარიდებოდნენ. პირველ ჩვენებაში ამირხანაშვილი ამბობს, რომ ის ბუჩქებში ჩავარდნილი რაგბისტებმა ამოყვანეს და ამის შემდეგ იძულებით ავტომობილში ჩასვეს.
თუმცა ამის შემდეგ ის ჩვენებას სამჯერ ცვლის, სადაც ხან ამბობს, რომ ძალით წაიყვანეს, ხანაც ამ ინფრომაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ნებით გაყვათ.
არსებობს ეჭვები, რომ სწორედ ამირხანაშვილს დაარეკინეს და მოაძებნინეს შაქარაშვილი, რომელსაც შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ კი ნახევარი საათის განმავლობაში ის თბილისისკენ მოჰყავთ და მის პერსონალურ დამუშავებას იწყებენ, რათა მან სიმართლე არ თქვას. ის ოჯახთან კონტაქტზე მხოლოდ დილით გადის და შქარაშვილს კითხულობს.
საქმეში დაშავებული გიორგი ქათამაძეც ფიგურირებს, რომელმაც მომხდარის შემდეგ მიმართა თბილისის ზღვის ჰოსპიტალს, სადაც ამტკიცებდა, რომ დაზიანებები ველოსიპედიდან გადმოვარდნის შედეგად მიიღო. ექიმ მარეხი ბექაიას თქმით, პაციენტი სამ დღეში გაწერეს.
პოლიციელების ეპიზოდი, რომლებიც ფოტოგრაფმა გამოიძახა
ვიდეოკადრებიდან და ფოტოგრაფის ჩვენებებიდან ირკვევა, რომ იაკობ ბრეგვაძე მომხდარიდან მალევე დაუკავშირდა სამართალდამცველებს, რომლებიც ადგილზე “შკოდას” მარკის ავტომობილით მივიდნენ და ფოტოგრაფი თბილისის მიმართულებით ისე წაიყვანეს, რომ დეტალები არ დაუზუსტებიათ.
დღემდე არ გვაქვს პასუხი კითხვაზე – არიან თუ არა იდენტიფიცირებულები და გამოკითხულები პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებმაც ფოტოგრაფი თბილისში წაიყვანეს.
ვის ეკუთვნის მდინარის პირას ნაპოვნი შავი წინდები და ფეხსაცმლის საფენები
მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირზე ჩატარებული დათვალიერების შედეგად, ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები – ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. მათი ცნობით, 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების ათტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ აღნიშნული ნივთები 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ იპოვნეს.
ამოღებული ნივთები 25 ივნისსვე გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება მათზე სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა.
არაგვის ნაპირზე აღმოჩენილი წინდებისა და ფეხსაცმლის საფენების შესახებ, ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი. ასევე, არ არსებობს ინფორმაცია, ეცვა თუ არა ცხედარს წინდები და ფეხსაცმელი.
საიდან მოვიდა მეორე მანქანა და საით გაიქცნენ ის, გიორგი შაქარაშვილი და ვახო ახვლედიანი
ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, მათ დიაგონალზე გადაკვეთეს ცენტრალური მაგისტრალი და ხიდის ბოლოში ჩაუხვიეს. ამირხანაშვილი ამტკიცებს, რომ მათკენ გამოქცეულ თავდამსხმელებს ის პირველი, ამ შენობის უკან დაემალა. შემდეგ კი პოლიციას აჩვენებს გზას, სადაც ბოლოს გაქცეული შაქარაშვილი და ახვლედიანი ნახა. ამირხანაშვილის მტკიცებით, ისინი არაგვზე გამავალი ხიდის ქვეშიდან ამომავალ გზაზე გარბოდნენ.
საიდან იცოდა მოწმე ამირხანაშვილმა, რომ გიორგი შაქარაშვილმა ეს ბილიკი ჩაირბინა, უცნობია. იმ სამალავიდან, რომელსაც ის უთითებს, წესით ეს არ უნდა გამოჩენილიყო, მითუმეტეს ღამით.
ფაქტია, ამირხანაშვილის მითითებით, პოლიცია ამ ძნელად გასავლელი ბილიკით არაგვის ხეობაში ჩავიდა, ეკალბარდების და სხვა წინაღობების გავლის შემდეგ, პირდაპირ მიადგა ჩანთას და ამირხანაშვილმაც მაშინვე დაადასტურა, რომ ის გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნოდა.
შეკითხვებზე პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს. სამართალდამცველები ახლა ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული მორაგბეების ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე „რეზონანსთან“ პროკურატურის მიერ ამოჭრილ ექვწუთიან ვიდეოზე საუბრობს და ამბობს, რომ აქ ახალი დეტალი არაფერია. მან არ იცის ამ 6 წუთის განმავლობაში რა ხდებოდა თუმცა ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებთან ამ ინფორმაციასს დააზუსტებს.
“ჩვენთვის ამ ვიდეოზე ახალი არაფერია. რატომ არ გამოქავეყნა სრულად პროკურატურამ ვერ გეტყვით, თუმცა ალბათ იმიტომ, რომ არ უნდოდა საზოგადოებისთვის სრული ვერსია წარედგინა. ფაქტია, რომ თუნდაც ამ 6-წუთიან ვიდეოში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არავის არ სცემენ, არავისზე არ ძალადობენ. რას აკეთებენ ამ ხნის განმავლობაში მათთან არ მისაუბრია. დავაზუსტებ და ამის შემდეგ კონკრეტულად მათ პოზიციას გავაჟღერებ,”- აცხადებს კობაიძე „რეზონანსთან“
გარადცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მისი კოლეგების, ჟურნალისტების და ბევრი სხვა ადამიანების მხრიდან არასწორი ინფორმაციები ჟღერდება. მისი თქმით, ოჯახს, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვები აქვს და ამ კითხვებს მასთან ერთად აყალიბებენ და თვითოეულს განიხილავენ. ნიკოლაძე ამბობს, რომ ამ ტრაგიკული ამბის სპეკულაცებისგან თავიდან აცილების მიზნით, ჯერჯერობით ის და შაქარაშვილის ოჯახი კვლავ ექსპერტიზის პასუხს დაელოდებიან. ამიტომ კონკრეტულ განცხადებებზე და ფაქტებზე რაიმეს თქმისგან თავს იკავებენ.
ნიკოლაძე „რეზონანსთან“ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მათაც აქვთ მოსმენილი შქარაშვილის მეგობრების მხრიდან ვერსია, რომ გარდაცვლილს და ერთ-ერთ ბრალდებულს ერთი გოგონა უყვარდათ. თუმცა ეს შესაძლოა თუ არა გამხდარიყო შაქარაშვილსი დევნის მოტივი, ამაზე გამოძებამ უნდა იმუშავოს. ამიტომაც ოჯახის მხრიდან ამაზე შეფასებების გაკეთება ჯერჯერობით სწორი არ იქნება.
„ძაალიან ბევრი ჩემი კოლეგისგანაც ისეთი საუბარი მესმის, რომ ფაქტობრივად მეზღაპრეები გამოდიან. შემდეგ ამაზე ჩემი კომენტატორობა აბსურდი მგონია. ამიტომაც მეც და ოჯახიც ჯერჯერობით მივდევთ გამოძიებას. რა თქმა უნდა, უამრავი კითხვები გაგვაჩნია, რომელსაც ოჯახთან ერთად ვინიშნავთ, ვაჯამებთ, ვადარებთ და ასე შემდეგ.
გიორგის და ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც ე.წ. ნახოლოვკის მხარეს წარმოადგენს ვიცით, რომ ერთი გოგონა უყვარდათ. ეს ამბავი ჩვენ გიორგის გაუჩინარების პირველივე დღიდან გავიგეთ. ჩვენც ასე საუბრის დონეზე მოგვივიდა ეს ინფორმაცია. ამიტომაც სხვა დამტებით რაიმე ჩვენც არ ვიცით.
კი, ბატონო ფოტოგრაფის ირგვლივ დასმული კითხვებიც ვიცით, მაგრამ ასე მტკიცებულებით ფორმაში ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩვენ მივყვებით პროკურატურას და ყველაფერი თანდათან უფრო ნათელი გახდება. ექსპერტიზის პასუხები კი ამ საქმეში ძალიან ბევრ რამეს იტყვის“, – აცხადებს „რეზონანსთან“ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა.