Friday, December 19, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საბედისწერო ესემესი – ზუგდიდში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები ვრცელდება

November 22, 2022
ვიდეო: 15 წლის დანით მოკლული ბიჭის უკანასკნელი სულისშემძვრელი ვიდეო

ზუგდიდში 15 წლის საბა მამფორიას მკვლელობის ირგვლივ სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. თავდაპირველად მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დაპირისპირება მოზარდებს შორის შელაპარაკების გამო მოხდა და საბა მამფორია მხოლოდ გამშველებელი იყო. ახალი ინფორმაციით კი, ტრაგედიის მიზეზი შესაძლოა ერთი ესემეს შეტყობინება გამხდარიყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, ჩხუბი ამ მოზარდებს შორის კვირას მომხდარ ტრაგედიამდეც მოხდა, რომლის დროსაც საბა მამფორიამ ბრალდებული 17 წლის მოზარდი სცემა. ამის შემდეგ ბრალდებულს მისმა მეგობარმა გოგონამ მისწერა დ ჰკითხა, მართლა სცემა თუ არა ის მე-10 კლასელმა ბიჭმა. ამით გაღიზიანებულმა ბრალდებულმა კი 10 მეგობართან ერთად ფეხბურთის მოედანზე მყოფ საბა მამფორიას მიაკითხა, მიტოვებული შენობის უკან გაიყვანა, ჯერ ფიზიკურად გაუსწროდა, შემდეგ კი გულის არეში საკეცი დანით ჭრილობები მიაყენა.

როგორც ადგილობრივები „რეზონანსს“ უყვებიან, ბიჭი დახმარებას და შველას ითხოვდა, თუმცა მისმა ზოგიერთმა თანატოლმა დახმარების ნაცვლად ადგილიდან გაქცევა გადაწყვიტა. ადგილობრივები კი მხოლოდ მაშინ დაეჭვდნენ, რომ რაღაც ხდებოდა, როცა ბავშვების გაქცვა და შეშინებული სახეები დაინახეს. ადგილზე მისულებს კი მძიმედ დაჭრილი ბიჭი დახვდათ.

„ზუსტად არავინ იცის რა მოხდა, რადგან მისი თანატოლები და მეგობრებიც დუმილს ამჯობინებენ. ერთი ვერსიით, საბას და მკვლელს შორის მკვლელობამდე მოხდა დაპირისპირება. სავარაუდოდ, საბამ ის სცემა. ამის შემდეგ კი ბრალდებულს მეგობარმა გოგონამ მისწერა და ჰკითხა, სცემა თუ არა მე-10 კლასელმა ბიჭმა. ამაზე გაბრაზებულმა 17 წლის მოზარდმა 10 თანატოლთან ერთად საბას სტადიონზე მიაკითხა. გვერდით, მოფარებულ ადგილას გავიდნენ და იქ ხელახლა ჩხუბი დაიწყო. აი, სწორედ ამ დროს მას გულ-მკერდის არეში დანა რამდენჯერმე დაარტყა.

„სამწუხარო ის არის, რომ ბავშვებს შეეშინდათ და უმეტესობამ თავს გაცევით უშველა. ადგილზე მისულ ადგილობრივებს მძიმე სურათი დახვდათ. ბავშვი უკვე უგონო მდგომარეობაში იყო. სასწრაფო მალევე მოვიდა, მაგრამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

„საოცარი ბიჭი იყო, უკონფლიქტო და ჭკვიანი. ყველას ძალიან გაუკვირდა, რომ ის ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა“, – უყვება „რეზონანს“ ერთ-ერთი ადგილობრივი.

დაკავებულ ბიჭზეც მისი მეზობლებიც იგივეს აცხადებენ. ამბობენ, რომ ის სპორტსმენი იყო და მისგან მსგავსი კონფლიქტი არასდროს სმენიათ. ფეხბურთს კარგად თამაშობდა და სამომავლო გეგმებიც ჰქონდა. ამიტომ გაუგებარია ამ საშინელ დანაშაულამდე რამ უბიძგა.

„ამ ბავშვისგან არასდროს კონფლიქტი ან ცუდი საქციელი არ გაგვიგია. რომ თქვეს, ყურებს არ ვუჯერებდი, ისეთი ბიჭია. სპორტსმენია, დღედაღამ ვარჯიშობდა. მოკრიმინალო და ქუჩაში მყოფი ბავშვი რომ ყოფილიყო, კიდევ არავის გაუკვირდებოდა, მაგარამ ასეთი კარგი ბიჭი ამ საზარელ დანაშაულამდე როგორ მივიდა, გაოგნებულები ვართ.

„მისი ოჯახიც განადგურებულია, რადგან ვინ წარმოიდგენდა, რომ 15 წლის ბავშვის მკვლელი გახდებოდა“, – ყვება დაკავებული ბიჭის მეზობელი „რეზონანსთან“.

პოლიციამ კი დასაკეცი დანა, რომლითაც 15 წლის საბა მამფორია მოკლეს, ნივთმტკიცებად უკვე ამოიღო. სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე ცხელ კვალზე დააკავეს. 17 წლის მოზარდი იმ დროს აიყვანეს, როდესაც მიმალვას ცდილობდა. რა ჩვენებას აძლევს ის სამართალდამცველებს, უცნობია.

დუმილს არჩევენ კონფლიქტის თვითმხილველი სხვა მოზარდებიც. მოწმეების გამოკითხვა ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფსიქოლოგი მუშაობს საბა მამფორიას კლასელებთან, რომლებმაც შესაძლოა მომხდარის დეტალები იციან.

საბა მამფორია კი ექსპერტიზის შემდეგ ზუგდიდში საკუთარ სახლში გადაასვენეს. .

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 17 წლის მოზარდს მაქსიმალურ სასჯელად 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ბრიტანეთისგან ჩვენ ველოდებით BBC-ის რეპორტაჟის გამო ბოდიშის მოხდას” – დავით მათიკაშვილი
  • ძალადობა არასრულწლოვანზე – სასამართლომ ხატია ვიბლიანს 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა პირობითი სასჯელის სახით მიუსაჯა
  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge