2 წლის ბავშვი პიტბულმა საკუთარ სახლში დაგლიჯა – მომხდარმა საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. საზოგადობა ორ ნაწილად გაიყო: ნაწილი თვლის, რომ ძაღლის ბრალია, ნაწილი- მშობლებს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
სოციალური ქსელის მომხმარებელის, თეონა შალვა დუმბაძის პოსტმა საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა და კრიტიკის ქარცეცხლშიც მოყვა.
დუმბაძის პოსტს “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ:
“ძაღლი არავის, არასოდეს ტყუილა არ გლეჯს არ კბენს. ის ხედავს იმას, რაც ჩვენთვის უხილავია. მეორეც, უფრლის ნების გარეშე არაფერი ხდება დედამიწაზე. მესამეც, შავი ენერგეტიკა, როგორც ზრდასრულ ადამიანში, ასევე ბავშვიც შეიძლება იყოს. გაიხსენეთ, სატანაც იყო ბავშვი და გაიზარდა”, – წერს თეონა შალვა დუმბაძე.
ცნობისთვის, მცირეწლოვანი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება. შემთხვევა გუშინ, 21 ნოემბერს მოხდა.
