Friday, July 17, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

უცნაური თაღლითობა თბილისში – პირი, რომელიც არარსებულ კორპუსში ბინებს ყიდდა, პოლიციამ დააკავა

November 22, 2022
უცნაური თაღლითობა თბილისში – პირი, რომელიც არარსებულ კორპუსში ბინებს ყიდდა, პოლიციამ დააკავა

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს პირი, რომელიც თბილისში, არარსებულ კორპუსებში ბინებს ყიდდა. – ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული დააკავეს ბინის შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი პირისგან, 30 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც იყო რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი, თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, სხვადასხვა ვებ-გვერდზე ათავსებდა განცხადებებს თბილისის უბნებში ბინების თითქოსდა გაყიდვის თაობაზე, რის შემდეგაც, ბინის შეძენით დაინტერესებულ პირებს აჩვენებდა იმ ტერიტორიებს, სადაც ვითომდა უნდა დაწყებულიყო საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.

თაღლითური განზრახვის შენიღბვის მიზნით, ბრალდებულის მიერ ბინების გაყიდვის თაობაზე ფორმდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებებიც, რომლის დამოწმებაც შემდგომ ნოტარიული წესით ხდებოდა.

ბრალდებული დაკავებულ იქნა აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვით, ბინის შეძენით დაინტერესებული ერთ-ერთი პირისგან, 30 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.წინასწარი მონაცემებით, ბრალდებულის მიერ მოტყუებით დაუფლებული თანხა ჯამში აღემატება ნახევარ მილიონ აშშ დოლარს. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სხვა შესაძლო დაზარალებულ პირთა დადგენის მიზნით“ – აღნიშნულია განცხადებაში

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ქუთაისის ციხეში პატიმრები შიმშილობენ – მათ შორის არის აიტი სპეციალისტი, რომელმაც პოლიციის ჩათიდან სასტიკი ცემის კადრები გამოიტანა
  • „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ განცხადებას ავრცელებს
  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მგზავრის ხელბარგში დიდი ოდენობით „მდმა“ და „კოკაინი“ აღმოაჩინეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge