ავსტრალიის ქალაქ სიდნეის დაწყებით სკოლაში საკლასო სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს რამდენიმე მოსწავლე დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ მცირე ორი მოსწავლე სასწრაფო დახმარების მანქანით მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, კიდევ 9 მოსწავლეს კი ზედაპირული დამწვრობა აქვს მიღებული.
ბავშვები დაახლოებით 10-11 წლამდე ასაკის არიან – მათ დამწვრობები აღენიშნებათ სხეულზე სახეზე, მკერდზე, მუცლის ქვედა ნაწილში და ფეხებზე.
მსუბუქი დაზიანება ჰქონდა ერთ მასწავლებელსაც.
ადგილზე მობილიზებული იყო ვერტმფრენები, მეხანძრეები და სახანძრო მანქანები. სასწრაფო დახმარების წარმომადგენლის ცნობით, ექსპერიმენტზე ქარმა გავლენა მოახდინა და ააფეთქა ზოგიერთი ქიმიკატი, რომელიც პროცესში გამოიყენებოდა.
წყარო: newposts.ge
