Tuesday, December 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ბევრი ვიბრძოლე, რომ ბავშვი დედის გარეშე არ დარჩენილიყო, მაგრამ ვერაფერი შევძელი… ახლა ვცდილობ, ჩემს შვილს უდედობა არ უნდა ვაგრძნობინო”

November 16, 2022
“ბევრი ვიბრძოლე, რომ ბავშვი დედის გარეშე არ დარჩენილიყო, მაგრამ ვერაფერი შევძელი… ახლა ვცდილობ, ჩემს შვილს უდედობა არ უნდა ვაგრძნობინო”

31 წლის გიორგი ჯავახიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში შვილთან და მშობლებთან ერთად ცხოვრობს. 6 წელზე მეტია, მარტოხელა მამამ შვილის აღზრდა პირადად ითავა და ცხოვრების რთულ გზას მაინც თავაწეული მიუყვება.

„ჩემი შვილი ძალიან პატარა იყო, როცა მეუღლე დამშორდა. ბევრი ვიბრძოლე, რომ ბავშვი დედის გარეშე არ დარჩენილიყო, მაგრამ ვერაფერი შევძელი. დედაჩემი მეხმარება ძალიან და სულ ვცდილობთ, ბიჭს უდედობა არ ვაგრძნობინო. ეს რთული გზაა, მაგრამ ჩემი შვილისთვის ყველაფერს გავაკეთებ,“- ამბობს გიორგი.

გიორგი ჯავახიშვილს შვილისთვის ბრძოლა სასამართლოშიც დასჭირდა, თუმცა, უკან არ დაუხევია. ყოფილ მეუღლესთან უშედეგო მოლაპარაკების შემდეგ, მან შვილზე მეურვეობა მოიპოვა.

შვილის ბედნიერებისთვის ბრძოლის გარდა, გიორგის შემოქმედებითი მიზნებიც აქვს. ხატვის და ფერების სიყვარულმა, ის თექის შესწავლამდე მიიყვანა. პირველად ნაბადი გააკეთა, შემდეგ კი სხვადასხვა ნივთის დამზადება დაიწყო.

„6 წლის ასაკიდან ვხატავ. რაღაც ეტაპზე თექის ხელოვნებით დავინტერესდი. პირველად ნაბადი გავაკეთე, შემდეგ უკვე სხვა ტექნიკაც ავითვისე. ფერების შერჩევა, შემდეგ დამზადება, შექმნა, ჩემი სამყაროა. ეს ისეთი სიამოვნებაა, ვერ აგიწერთ. ადამიანი მუდმივად ვითარდება, ახლის ძიებაში სხვა ფერები იბადება. მოკლედ, შემოქმედებითი პროცესი, ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა“,- ამბობს გიორგი.

„შეიძლება ვინმემ თქვას, თექა და ქსოვა რა კაცის საქმეაო, მაგრამ მე მიყვარს და მაინტერესებს. ქსოვა ვიცი, მაგრამ ხელოვნებამდე ჯერ არ მაქვს აყვანილი. მინდა, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო, გამოფენები გავაკეთო, ფართო საზოგადოებას ჩემი ნამუშევრები ვაჩვენო. ამის გარდა, ვგეგმავ, ეს პროგრამა ჩემი შვილის სკოლაში შევიტანო და ბავშვები ამ ხელოვნებას ვაზიარო. საერთოდაც, ადამიანი უნდა ცდილობდეს, თავისი შესაძლებლობების შესახებ სხვებს გააგებინოს და შეაყვაროს“,- ამბობს გიორგი.

 

„შეიძლება ვინმემ თქვას, თექა და ქსოვა რა კაცის საქმეაო, მაგრამ მე მიყვარს და მაინტერესებს. ქსოვა ვიცი, მაგრამ ხელოვნებამდე ჯერ არ მაქვს აყვანილი. მინდა, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო, გამოფენები გავაკეთო, ფართო საზოგადოებას ჩემი ნამუშევრები ვაჩვენო. ამის გარდა, ვგეგმავ, ეს პროგრამა ჩემი შვილის სკოლაში შევიტანო და ბავშვები ამ ხელოვნებას ვაზიარო. საერთოდაც, ადამიანი უნდა ცდილობდეს, თავისი შესაძლებლობების შესახებ სხვებს გააგებინოს და შეაყვაროს“,- ამბობს გიორგი.

ოჯახის სარჩენად, გიორგი ჯავახიშვილი ერთ-ერთ საწარმოშიც მუშაობს. ახალგაზრდა კაცი თვლის, რომ ფიზიკური შრომა და შემოქმედებითი საქმიანობა ერთად, რვა წლის შვილის ბედნიერებისათვის ბრძოლაში ეხმარება.

"ბევრი ვიბრძოლე, რომ ბავშვი დედის გარეშე არ დარჩენილიყო, მაგრამ ვერაფერი შევძელი... ახლა ვცდილობ, ჩემს შვილს უდედობა არ უნდა ვაგრძნობინო""ბევრი ვიბრძოლე, რომ ბავშვი დედის გარეშე არ დარჩენილიყო, მაგრამ ვერაფერი შევძელი... ახლა ვცდილობ, ჩემს შვილს უდედობა არ უნდა ვაგრძნობინო"

 

"ბევრი ვიბრძოლე, რომ ბავშვი დედის გარეშე არ დარჩენილიყო, მაგრამ ვერაფერი შევძელი... ახლა ვცდილობ, ჩემს შვილს უდედობა არ უნდა ვაგრძნობინო"

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • პარლამენტმა ერთი მოსმენით და დაჩქარებული წესით დაამტკიცა ახალი კანონი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების აღდგენისა და შეჩერების შესახებ
  • “ჯილდოს ვიღებ ყველა პოლიტპატიმრის სახელით, რომლებიც უსამართლოდ იხდიან სასჯელს” – მზია ამაღლობელი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge