Wednesday, December 17, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“22 წლის ბიჭი, 1 წლის შვილი რომ ელოდება სახლში, 5 წლით გაუშვეს ციხეში იმის გამო, რომ 128 ლარის ჯართის მოპარვას აპირებდა” – რა ინფორმაციას ავრცელებს თამო კეშელავა დევნილ ბიჭზე?

November 16, 2022
“22 წლის ბიჭი, 1 წლის შვილი რომ ელოდება სახლში, 5 წლით გაუშვეს ციხეში იმის გამო, რომ 128 ლარის ჯართის მოპარვას აპირებდა” – რა ინფორმაციას ავრცელებს თამო კეშელავა დევნილ ბიჭზე?

ჟურნალისტი, თამო კეშელავა სოციალურ ქსელში დევნლი ბიჭის შესახებ წერს, რომელიც იმის გამო დააკავეს, რომ 128 ლარის ღირებულების ჯართის მოპარვას აპირებდა.

“როგორ იძახით ხოლმე? – წინა ხელისუფლების დროს ნულოვანი ტოლერანტობა იყოო?
ნულს ზემოთ ტოლერანტობას მოგიყვებით ახლა, ოცნების ხელისუფლების პირობებში.
ოჯახი ცხოვრობს დევნილების საცხოვრებელში, არიან სოციალურად დაუცველები, ბიჭი არის 22 წლის, ცოლი ჰყავს, ჰყავს 1 წლის შვილი, გორში ცხოვრობს ცოლის ოჯახში და გორშივე მუშაობს მშენებლობაზე.

შევიდა ტერიტორიაზე, რომელსაც ნახევრად ღობე არა აქვს და არ აქვს ჭიშკარი და ნაგავსაყრელია მოწყობილი, ოღონდ, ეს ნაგავსაყრელი და იქ დაყრილი ნაგავიც ეკუთვნის საქართველოს ფოსტასო და იმ დროს დავაკავეთ, ჯართის მოპარვას რომ ცდილობდაო – ჯართი შევაფასეთ 128 ლარადო და ციხეში უნდა იჯდეს 5 წელიო.
სახელი და გვარი აქვს ამ ბიჭს – ბექა ხონელიძე.
ანუ, ჯართი, რომელიც ყრია ტერიტორიაზე, რომელსაც არ აქვს ღობის ნახევარი, არ აქვს ჭიშკარი, შეფასდა 128 ლარად, ოღონდ, არც მოუპარავს, აპირებდა მოპარვასო და 22 წლის ბიჭი, 1 წლის შვილი რომ ელოდება სახლში, 5 წლით გაუშვეს ციხეში.
როგორ იყო ის ერთნაირი ჩვენებები? აი, იმ დროში, ნულოვანი ტოლერანტობის დროს?
ახლა როგორ ხდება, ხომ არ იცით?
2 პოლიციელის და დაცვის 1 თანამშრომლის ჩვენებები, ანუ, 3 ჩვენება არის იდენტური, სიტყვა-სიტყვით ერთნაირი.
პირმა, ვისზეც ამბობენ, რომ გამოიძახა პოლიცია, ჩვენება საერთოდ არ მისცა გამოძიებას.
პოლიცია კი ამტკიცებს ქურდობის მცდელობისას დავაკავეთ ბიჭიო, მაგრამ არც კრიმინალისტები გამოიძახა ადგილზე, არც ექსპერტიზისთვის ნიმუშები აიღეს…
რატომ რა, გგონიათ 2 პოლიციელის ჩვენება არაა საკმარისი ამ დროში? გგონიათ რამე შეიცვალა?
სადაა ის ხალხი, საჯიშე ბიჭებზე რომ დარდობს ხოლმე?
და ეს ახლა ნულს ზემოთ ტოლერანტობაა?
ცალკე თემაა საქართველოს ფოსტა – რამდენი ადამიანი თვლის თავს მოტყუებულად და გაქურდულად საქართველოს ფოსტისგან? რამდენს დაგიწუწუნიათ? და კომპანიას ოდესმე აუღია პასუხისმგებლობა? – მე არ გამიგია.
რატომ აქვს შემოუღობავ ტერიტორიაზე შუა ქალაქში ნაგავსაყრელი მოწყობილი? ან შემოღობოს, ან გაწმინდოს, ან ამ ნაწილშიც დაცვა დააყენოს (საქმე ისაა, რომ ნაგავსაყრელს ესაზღვრება ამავე კომპანიის საწყობი და ავტოსადგომი და მხოლოდ იქ უყენია შლაგბაუმი და მხოლოდ იქ ჰყავს დაცვა).
ლამის მთელი ქვეყნის დასანახად დაადო ხელი ივანიშვილმა ღარიბაშვილს ქურდობაში და ისევ პრემიერად დასვა – რანაირადაა ახლა ნემსის და აქლემის ქურდი ერთი და იგივე?
აქლემთა ქურდები კაბინეტებში სხედან, ნემსის ქურდებს ციხეში უშვებენ.
მეტიც, ნემსი რომ არ მოიპარო, ნემსთთან ახლოს თუ მიხვედი, მოპარვას აპირებდიო და 5 წლით გიშვენებ ციხეში და ნულს ზემოთ ტოლერანტობაა ეგ?
ნოლს ქვემოთაა, რეალურად, რადგან სწორედ მაგ ნულოვან ტოლერანტობაზე აპელირებით მოხსედით სკამებზე…”, – წერს კეშელავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდია მოსალოდნელი ხვალ – განახლებული პროგნოზი
  • დენის გადასახადი გაიზრდება – გაიგეთ დეტალები
  • “ელექტროენერგია დროებით შეეზღუდებათ”- “ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge