მოცეკვავე თეა დარჩიამ ბავშვთა სახლიდან მინდობით აღზრდაში 2 ბავშვი აიყვანა. ამის შესახებ მან გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ ისაუბრა.
“არ იცი რა ხდება ჩემ სახლში დილით, საპირფარეშოსთან რიგები, ერთი აურზაური, იმდენი ვართ რომ აი, არ ვიცი, ახლა კიდე ბავშვთა სახლიდან მინდობით აღზრდაში ავიყვანე 2 ბავშვი; ერთი სამეგრელოდან ჩამოვიდა, დედამისი ვერ ქირაობს ბინას და ჩემთან ცხოვრობს… ერთი დიდი, ლამაზი ოჯახი ვართ. პლუს ამას მოვიყვანე რძალი“, – ამბობს თეა დარჩია.