მათემატიკის კურიკულუმის განვითარების ექსპერტი განათლების სამინისტროში ქეთი ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს:
“ერთმა ჩემმა ლექტორმა თქვა პირველ კურსზე რომ ვიყავი, დახმარება ნიჭიერს უნდა და გზის ჩვენება, თორემ ცხოვრებაზე მორგება ნაკლებად ნიჭიერებმა მშვენივრად იციანო.
ეს არა დამაკნინებლად თქვა, უბრალოდ გაგვაფრთხილა, რომ თავი არც ისე მაგრები გეგონოთ რადგან მათემატიკის ფაკულტეტზე ხართო, რაღაცას კი ნიშნავს, მაგრამ არც იმდენს რამდენიც გგონიათო
მეთქი ეს როგორ? რომ ნიჭიერს უნდა დახმარება და ნაკლებად ნიჭიერი უფრო კაიათქო :))
ასეაო ნაპოლეონიც ასე ამბობდა :)) პარადოქსი მეგონა.
სხვათა შორის საინტერესოდ ახსნა.
ნიჭიერს ნიჭი ხშირად არ ასვენებს, ხან რას მიადგება ხან რას, ადვილად იწყენს რუტინული საქმის კეთებით, 100 რამის სწავლას იწყებს და ყველაფერს შუა გზაზე ტოვებს, ნაკლებად ნიჭიერს ყველაფერზე დიდი ძალისხმევა უწევს, ამიტომ შრომით მოპოვებულს მეტად უფრთხილდებაო.
თუ შრომის უნარი აქვს ნებისმიერ საქმეში ნელ-ნელა მიდის წინ, აგროვებს გამოცდილებას და ბოლოს დებს შედეგს და იქ სადაც არის კმაყოფილიაო.
იგივე პერიოდში ე.წ. ნიჭიერი 100 რამეს დაიწყებს და მიატოვებს, არსად ბოლომდე არ გაჩერდება და საბოლოოდ არც ერთ საქმეში არ იქნება “წარმატებულიო”. თუნდაც იქ, სადაც ის ნაკლებადნიჭიერი იქნება 20 წლის მერეო.
ბევრი ამას ცხოვრების უკუღმართობას აბრალებს მარტო.
ჰოდა მართლა ასე ყოფილა, რასაც ვაკვირდები ხალხს.
ნიჭი კარგია, მაგრამ თუ შრომა და საქმის მიყოლა არ ასწავლე ბავშვობიდან ადამიანს, არაა კაი ამბავი.
მშობლების 90%-ს მარტო ის უხარია ჩემი შვილი ნიჭიერიაო, ამზადებენ ცალკე რეპეტიტორებთან და ჰგონიათ რომ ამით ცხოვრებას აუცილებლად აიწყობენ.
მზამზარეულს აჩვევენ და აძლევენ ყველაფერს, რასაც რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს პირიქით, გრძელ ვადაში არც ისე კარგი შედეგი შეიძლება ჰქონდეს.
ვერ გაიგებ რა ჯობია :)) თუმცა შრომის უნარის განვითარებას რომ ალტერნატივა არ აქვს ცხადია.
“დაეხმარეთ ძლიერებს და ნიჭიერებს, უნიჭოები თავისით გაიკვლევენ გზას” – ახლა წავიკითხე, ნაპოლეონს უთქვამს მართლა და ამან გამახსენა მთელი ის ისტორიაც :))
ამ გადმოსახედიდან მგონია, რომ დახმარება – არ დახმარებაა, პირიქით ბავშვობიდან ადამიანის იმ პრობლემასთან მარტო დატოვებაა, რომლის გადაჭრაც შეუძლია, მხოლოდ პატარა ბიძგი ან მიმართულების ჩვენებაა საკმარისი და შრომის მიჩვევა”, – წერს ცერცვაძე.