რა შემთხვევაშია ცოფიანი ცხოველის ან გველის ნაკბენი საშიში და რა უნდა გავაკეთოთ, თუ რომელიმემ გვიკბინა. ამის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ მედიაცენტრ „მთავარში“ ისაუბრა.
ლომჯარიას თქმით, ძაღლის ცოფის მსხვერპლთა 40% 15 წლამდე ბავშვები არიან. მისივე თქმით, ძაღლის ცოფი ადამიანს შესაძლოა სამი გზით გადაედოს, ესენია: დაკაწვრა, დადორბლვადა კბენა.
„99 % ცოფის ადამიანზე გადაცემის არის ძაღლისგან მომდინარე, მსხვერპლის 40% მოდის 15 წლამდე ბავშვებზე, რომლებიც ხშირად მალავენ ფაქტებს. ხშირად ეშინიათ, რომ მათ მშობელი დატუქსავს იმიტომ, რომ ცხოველმა გაკაწრა, ხშირად ეშინიათ ნემსის და ფიქრობენ, რომ „მერე რა ცხოველმა გამკაწრა“.
დაკაწვრა, დადორბლვა, დაკბენა – სამივე არის ცოფის გადაცემის საშუალება. ამიტომ ჩვენი შვილები უნდა გავაფრთხილოთ და აუცილებელია გავუკეთოთ აცრა“, – ამბობს ვახტანგ ლომჯარია.
მან ასევე ისაუბრა შხამიან გველებზე და აცხადებს, რომ წლის დასაწყისიდან 22 ივნისამდე სააგენტომ 188 ქვეწარმავალი დაიჭირა. მათი უმრავლესობა უფეხო ხვლიკია, რომელიც ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
ლომჯარიას თქმით, წელს თბილისში მხოლოდ ორ გიურზა დაიჭირეს, ერთი სვანეთის უბანში, ხოლო მეორე გლდანში.
„22 ივნისის მდგომარეობით, სააგენტომ უკვე 188 ქვეწარმავალი დაიჭირა, მათი უმრავლესობა არის უფეხო ხვლიკი, რომელიც არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. შხამიანი გველები თითზე ჩამოსათვლელია, ერთადერთი რეალური საფრთხე არის გიურზა.
ჩვენ თბილისში წელს დავიჭირეთ ორი გიურზა, ერთი სვანეთის უბანში და მეორე გლდანში.
ძალიან იშვიათად გვხვდება შხამიანი გველები, წელიწადში სულ 10-ზე ნაკლები.
გიურზას აქვს გამოხატული წვრილი კანი, სამკუთხედის ფორმის თავი, წვრილი კისერი და მოკლე კუდი.
ერთადერთი რეალური საფრთხე რაც შეიძლება თბილისში შეგვხვდეს ეს არის გიურზა.
თუ გვინდა შევამციროთ რისკები, ეზოში უნდა შევკრიჭოთ ბალახი დაბალზე ეზოში, დავიცვათ სანიტარული ნორმები. ნაგავი და ნარჩენები ტერიტორიიდან გავიტანოთ“, – განაცხადა ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ