შეგახსენებთ რომ თიმ “პრაიმ ჰაუსი“ დატოვა, მას შემდეგ კი ინფლუენსერის პირად ცხოვრებაში ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეა, მას შეყვარებულმა ხელი სთხოვა და მალე ქორწილის გადახდასაც გეგმავენ.
თი, ინფლუენსერია შესაბამისად გამომწერებს ხშირად უყვება, თავის ცხოვრებაზე, ამჯერად თი მათ უზიარებს თუ სად და როგორ გაიცნო საქმრო.
“მე და დათუნამ ერთმანეთი დაახლოებით, სამი წლის წინ გავიცანით. მაშინ, როცა მე საქართველოში ჩამოვედი. ერთმანეთს ერთ-ერთ დაბადების დღეზე გადავიკვეთეთ, ის წამყვანი იყო. ამის შემდეგ ერთმანეთს ძალიან ხშირად ვხვდებოდით ხალხმრავალ ადგილებში, შეკრებებზე, წვეულებებზე, ივენთებზე. გვქონდა ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობა. ისიც იყო პირად ურთიერთობაში, მეც ვიყავი არაერთ პირად ურთიერთობაში, არაფერი ზედმეტი ჩვენ შორის არ ყოფილა. შემდეგ დათუნა მიხვდა, რომ დრო იყო, რაღაც ნაბიჯები გადმოედგა და ხელიდან აღარ გავეშვი როცა მარტოები ვიყავით.
ქორწილს ზაფხულში ვგეგმავთ, მანამდე ჯვრის დაწერას ვაპირებთ, იანვარში. თარიღებს მოგვიანებით გეტყვით.“- აღნიშნავს თი მაჭავარიანი.