სპეცოპერაციისას მოკლული, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მიმართავს და მათ ერთიანობისკენ მოუწოდებს.
“არ ვიცი რა ვთქვა ან რა დავწერო ფაქტი ისაა, რომ გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვარ!
არავარ არცერთი ოპოზიციური პაარტის წევრი ასევე არც ენმ-ს წევრი!
მოგეხსენებათ, პირველი დღიდან რაც გამოვჩნდი საზოგადოებაში ჩემი დიდი ტკივილით იმ დღიდან მივიჩნიე ყველა ოპოზიციური პაარტია და ყველა პაარტის ლიდერი ჩემიანი და ამაში არც შემცდარვარ!
მე თქვენი დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი და ეს ასეც იყო დღესაც ასე გრძელდება თითეულმა დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმის ბოლოში მისაყვანად და ქოცების დასასჯელად მაგრამ რატომღაც ვერ მოხერხდა ქოცების ტყუილებმა და ამ საქმის გახსნის შიშებმა საქმე დახურეს!
დღევანდელმა ნაძირალა ბიძინას ჯიბის მონა გენ პროკურატურამ რომ გაეხსნათ ეს საქმე თემირლანის საქმე ქოც მთავრობას კარგათ ქონდა გააზრებული მათ ხელისუფლება თავზე დაემხობოდათ!
და ბოლოს, რისი თქმა მინდოდა მე პიროვნულად არ შემიძლია ვინმე დავადანაშაულო ამ მსხვილი პაარტის დაზიანებაში. ფაქტია ის რომ საქმე მთლად ვერაა კარგად, და ამას ეს ყოველი მეორე ქოცი ხელისუფლებიდან გვახსენებენ ეს მსხვილი პაარტია რადარებიდან გაქრებაო!
აი ამაში კი ყველა ხართ დამნაშავები რომ აძლევთ იმისი თქმის საბაბს ამ შნირ მონათა მონებს!
რომ ყოფილიყო ყოველი დღიურად იმ ადამიანის სახელის ხსენება ვინც ეს პაარტია შექმნა ეს არამზადები ამდენს ვერ გაბედავდნენ!
შენ შენიანს თუ წირავ სხვამ რატო არ უნდა გაწიროს თანაც ქოცმა!
დალაგდით დალაგდით გაერთიანდით შეცვალეთ კურსი და გეგმა!
შეიმუდავეთ სტრატეგია ამ ნაძირლებმა სამუდამოდ რომ ჩაიგდონ ენა მუცელში!
მოითხოვეთ ყველამ ერთად სააკაშვილის სასჯელის გადავადება და გადაყვანა უცხოეთში!
ესაა ის ჩვენი ხსნის გზა!
ოპოზიციაში ხართ და არა ხელისუფლებაში. რას იყოფთ რას ეჯიჯგებით გეგონება მართველი პარტია იყოს ეს ენმ -ი რას გავხართ? ასე აპირებთ მოსკოვის დიდი ნადეტკის გაშვებას?“ – წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი „ფეისბუქზე“.