Saturday, June 7, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“ჩემს ზუსტ ლოკაციას ვერც ვერავინ გაიგებს…“ – ინტერვიუ ვაჟა მელაძესთან, მას შემდეგ, რაც მასზე ძებნა გამოცხადდა

November 9, 2022
“ჩემს ზუსტ ლოკაციას ვერც ვერავინ გაიგებს…“ – ინტერვიუ ვაჟა მელაძესთან, მას შემდეგ, რაც მასზე ძებნა გამოცხადდა

მას შემდეგ რაც, ვაჟა მელაძეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა ბრალდებულმა მელაძემ მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

აღიარებთ თუ არა პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას? გამოძიება დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში გდებთ ბრალს

“რა თქმა უნდა, უარვყოფ ბრალს და ღმერთმა ქნას, რომ ჩვენს წინააღმდეგ არ დაგროვდეს მსგავსი აბსურდული საკითხები, რომელიც არანაირ მტკიცებულებას არ წარმოადგენს. ჩემი აზრით საქართველოში ბიზნესი დაცული არ არის და მე ერთს ვურჩევ ყველას, არ გააკეთოთ არანაირი ბიზნესი, ვიღაცა მოვა წილს მოგთხოვთ და რომ არ მისცემთ უარეს დღეში აღმოჩნდებით. მგონი ახალი ამბავი არ არის, რომ საქართველოში „კრიშა“ უნდა გყავდეს და მე „კრიშა“ არ მყავდა და შესაბამისად ამიტომაც ვარ ამ დღეში“.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეში 47 დაზარალებული მოქალაქე ფიგურირებს, ზიანის ოდენობა 719 408 ლარს შეადგენს – რა შეგიძლიათ გვითხრათ ბრალდების ამ ნაწილთან დაკავშირებით?

“პროკურატურის ბრალდება არის სრული სიცრუე და სრული აბსურდი. ეს არის პირადი შურისძიება რამდენიმე პიროვნების, ისინი მთავრობის მფარველობის ქვეშ იყვნენ და მე მათ წილი არ მივეცი. 47 მოქალაქეზე გაცილებით მეტია დაზარალებული, არაერთხელ მივმართე თავის დროზე პროკურატურას, ჩვენთან ფული იკარგება, თანხის გაფლანგვაზე არაერთხელ შევიტანეთ საქმე, მაგრამ არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. ახლა მივიღეთ ასეთი შედეგი და უარესი იქნება კიდევ, რადგან ეს ხალხი თავისუფალია, დირექტორებზე მაქვს საუბარი და კიდევ აგრძელებენ თავის საქმეს. ჩემს გვერდზე, აბსოლუტურად ყველაფრით ვამტკიცებ, რომ მათ წაიღეს ეს თანხა, ჩვენ ფიზიკურად ვერ წავიღებდით, რადგან ამის უფლებაც არ გვქონდა.

მოვიდნენ წილი მთხოვეს, დამემუქრნენ პროკურატურით და ტელევიზიით და დირექტორების მეშვეობით გაიტანეს ძალიან დიდი თანხა. მილიონზე მეტზეა საუბარი. მე ნამდვილად არ უნდა ვიყო ბრალდებული“

სად იმყოფება ახლა ვაჟა მელაძე, თქვენი ადვოკატი ზვიად გადელია „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ საქართველო არ დაგიტოვებიათ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებით.

“ამ ეტაპზე ჩემი ლოკაცია არავინ იცის. ვარაუდები იქნება ძალიან ბევრი. ჩემ ზუსტ ლოკაციას ვერც ვერავინ გაიგებს“, -ამბობს მელაძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა დღეს გამოაცხადა.ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს.

ვაჟა მელაძესთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის, მისი მეუღლე. გამოძიების ინფორმაციით, ვაჟა მელაძე მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • უბედური შემთხვევა ხონში – ტაძარში ფრესკის ხატვისას მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა
  • კარიერაში ყველაზე ძვირადღირებული ბრძოლა? – რა თანხა შეიძლება მიიღოს მერაბ დვალიშვილმა ხვალინდელ დაპირისპირებაში გამარჯვების სანაცვლოდ?
  • „მამუკა ხაზარაძემ შეუსრულა ივანიშვილს თხოვნა…“ – რას წერს თამარ ჩარკვიანი?

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge