ოთო ნემსაძე და გიორგი ნაზღაიძე ერთმანეთს “რუსთავი 2-ის” ეთერში დაუპირისპირდნენ. “ღამის პრაიმტაიმში” ნაზღაიძემ ოთოს ჰკითხა მოსმენილი აქვს თუ არა მისი დუეტი ნინო ჩხეიძესთან, კითხვის საბაბი კი ის იყო, რომ ნაზღაიძეს პროფესიონალის აზრი აინტერესებდა.
ოთო: ამის ნამღერი არსად გაიშვას! ეს კაცი მომღერალი არ არის. მაგრამ კაი ტიპია!
გიორგი: რას ბედავ?! მთავარია კარგი შოუმენი იყო.
ოთო: მეც მაგას ვამბობ.
შემდეგ ვიღაც მესამე პირმა იკითხა: ანუ გიორგიმ სიმღერა არ გააგრძელოს?
ოთო: გააგრძელოს, მაგრამ სიმღერა მაგის საქმე არ არის. გიორგი ნაზღაიძეს ყველაზე კარგად გამოსდის “ჩათლახობა”, რა თქმა უნდა, კარგი გაგებით.