Thursday, August 28, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არ ვარ დამნაშავე… ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ… ” რა წერს ციხიდან სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი

November 9, 2022
“არ ვარ დამნაშავე… ჩემი ერთადერთი დანაშაული მხოლოდ ის არის, რომ… ” რა წერს ციხიდან სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობისთვის მსჯავრდებული მწყემსი

ხა­დას ხე­ო­ბა­ში, სმი­ტე­ბის ოჯა­ხის 3 წევ­რის მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბუ­ლი მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ წე­რილს უგ­ზავ­ნის.

უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­მის­ჯი­ლი მწყემ­სი ცი­ხე­ში ყოფ­ნი­დან 3 წლის შემ­დე­გაც აცხა­დებს, რომ მკვლე­ლო­ბა მას არ ჩა­უ­დე­ნია. კო­ბა­უ­რი გან­მარ­ტავს, რომ მოკ­ლულ რა­ი­ან სმი­ტის დე­დას­თან შეხ­ვედ­რა აღარ სურს, ვი­ნა­ი­დან ამას ვერ ბე­დავს, თუმ­ცა მზა­დაა, რა­ი­ან სმი­ტის ძმას ესა­უბ­როს.

“3 წე­ლია უკვე აქ ვზი­ვარ და ძა­ლი­ან ბევ­რი დრო მქონ­და იმ ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ფიქ­რა, რაც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მოხ­და. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ ყვე­ლა­ფერს გა­უძ­ლო, მაგ­რამ მხო­ლოდ ის მაძ­ლი­ე­რებს, რომ ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი, ყვე­ლა­ნი დღემ­დე ჩემ გვერ­დით არი­ან და ჩემს უდა­ნა­შა­უ­ლო­ბა­ში ერთი წუ­თი­თაც არ შე­უ­ტა­ნი­ათ ეჭვი. მამა ჩემ­თან პა­ემ­ნებ­ზე არ მო­დის, არ ვიცი რა­ტომ, ალ­ბათ, მის­თვის კი­დევ უფრო რთუ­ლია მისი შვი­ლის ასეთ დღე­ში ხილ­ვა, თუმ­ცა ტე­ლე­ფო­ნით მუდ­მი­ვად გვაქვს კო­მუ­ნი­კა­ცია. დედა და ჩემი ძმა კი გა­მუდ­მე­ბით მო­დი­ან ჩემ­თან და მათი მხარ­და­ჭე­რა ძა­ლი­ან მაძ­ლი­ე­რებს“, – აცხა­დებს მსჯავ­რდე­ბუ­ლი.მე არ ვარ დამ­ნა­შა­ვე და სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი შე­მაც­ვლე­ვი­ნებს ამ პო­ზი­ცი­ას. ჩემი ერ­თა­დერ­თი და­ნა­შა­უ­ლი მხო­ლოდ ის არის, რომ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს თა­ვი­დან­ვე არ ვაც­ნო­ბე იმის შე­სა­ხებ, რომ ჩემ­თვის რა­ი­ან სმი­ტის მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი იყო. მე უბ­რა­ლოდ შე­მე­შინ­და, რომ ყვე­ლა­ფერს მე და­მაბ­რა­ლებ­დნენ და მთე­ლი სის­ტე­მა ჩემ­ზე შე­იწ­მენ­დდა ხე­ლებს. სა­ბო­ლო­ოდ კი ასეც მოხ­და“, – გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ურ­მა.

ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა რა­ი­ან სმი­ტის დე­დის­გან, ლინ სმი­ტის­გან მი­ღე­ბულ წე­რილს, რო­მელ­შიც მოკ­ლუ­ლის დედა კო­ბა­ურს “ბევ­რი ლოც­ვის­კენ” მო­უ­წო­დებ­და. წე­რი­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მსჯავ­რდე­ბულ­მა მას­თან შეხ­ვედ­რის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, თუმ­ცა ახლა აცხა­დებს, რომ რა­ი­ან სმი­ტის დე­დას­თან შეხ­ვედ­რას ვერ შეძ­ლებს.

“ჩემ­თვის ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მისი მხრი­დან წე­რი­ლის მი­ღე­ბა. უამ­რა­ვი ვა­რი­ან­ტი და მო­საზ­რე­ბა მქონ­და, თუ რა­ტომ გა­დად­გა ეს ნა­ბი­ჯი და წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გო­რი რთუ­ლი იყო ეს მის­თვის. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ახლა შე­მიძ­ლია და­ნამ­დვი­ლე­ბით ვთქვა, რომ მას­თან შეხ­ვედ­რას ვერ გავ­ბე­დავ­დი და ახ­ლაც ვერ შევ­ძლებ, თუმ­ცა შე­მიძ­ლია მის (რა­ი­ან სმი­ტის) ძმას შევ­ხვდე. მგო­ნია, რომ ის, რო­გორც მა­მა­კა­ცი, უფრო გა­მი­გებს და ნაკ­ლე­ბად ემო­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა. წარ­მოდ­გე­ნაც არ მინ­და, რას გრძნო­ბენ ისი­ნი მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის და­კარ­გვის შემ­დეგ.

ამ ოჯა­ხის მი­მართ მად­ლო­ბი­სა და პა­ტი­ვის­ცე­მის მეტი რა დამ­რჩე­ნია. ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და­კარ­გეს, ჩემ­ზე არას­წო­რი და ამაზ­რზე­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­დეს, ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი არ გა­ბო­როტ­დნენ და სა­კუ­თარ თავ­ში იმის ძალა იპო­ვეს, რომ ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი ეპა­ტი­ე­ბი­ნათ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მე უდა­ნა­შა­უ­ლო ვარ, მეს­მის ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ ამის დამ­ტკი­ცე­ბა მათ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლია. სი­ტყვე­ბით ვერ აღ­გი­წერთ, თუ რას ნიშ­ნავს ეს ჩემ­თვის“, – აცხა­დებს კო­ბა­უ­რი.

ცნო­ბის­თვის, 2018 წელს, ხა­დას ხე­ო­ბა­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. რა­ი­ან და ლორა სმი­ტე­ბის, მათ შო­რის, მათი 4 წლის შვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე 19 წლის მწყემ­სი, მალ­ხაზ კო­ბა­უ­რი და­ა­კა­ვეს. მას გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ უვა­დო თავიsუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. კო­ბა­უ­რი ბრალს არ აღი­ა­რებს.

წყარო: ambebi.ge

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “რამ დააშინათ, ამას ვერ ვგებულობ. ამოიღეთ ხმა საქართველოსთვის” – არქიმანდრიტი დოროთე სამღვდელოებას მიმართავს
  • წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ავარიას 29 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა – ცნობილია ვინაობა
  • აქციების დროს დაკავებული თორნიკე თოშხუა ციხეში 12 დღეა შიმშილობს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge