15 წლის ვიყავი, როცა სახლში უზარმაზარი თაიგული მომართვეს, სადაც იდო კონვერტი და ეწერა: “დიდი მადლობა,ქეთი, გენაცვალე, საქართველოს ქურდები” – ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე გადაცემაში “ღამის პრაიმთაიმი” ყვება.
როგორც დოლიძე ამბობს, მამამისმა კუკარაჩას წაკითხვის შემდეგ ნოდარ დუმბაძეს დაურეკა და უთხრა:
“მომეცით უფლება მე და ჩემმა ქალიშვილმა ერთად გადავიღოთ ამაზე ფილმიო. ბატონი ნოდარი ფანტასტიკური ადამიანი იყო.. ბატონო სიკო, თქვენ რამე ისურვეთ და რაზეა საუბარიო, უპასუხა” , – იხსენებს დოლიძე.