ცოტა ხნის წინ ავარია იყო მარტვილში. შემთხვევას 31 წლის ახალგაზრდა, ლევან გვაზავას სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც მერის წარმომადგენელი, ჯონი თოშხუა აცხადებს, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ, 7 ნოემბერს, გვიან ღამით მოხდა.
“ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შენობას შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, ლევან გვაზავა ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა, რომლებიც ქუთაისის კლინიკაში გადაიყვანეს “, – ამბობს თოშხუა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.