პოლონური ავიაკომპანია LOT ფრენების განახლებას გეგმავს, მათ შორის საქართველოშიც, ამის შესახებ ინფორმაციას საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში – LOT Travel LTD – Georgia. განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:
” ძვირფასო მეგობრებო,
LOT პოლონეთის ავიახაზები ბრუნდება სასიამოვნო სიახლით!
✈️1 ივლისიდან ეტაპობრივად აღდგება საერთაშორისო ფრენები ევროპის შერჩეული ქალაქების მიმართულებით!
✈️საქართველოს მიმართულებით პირველი ფრენა შესრულდება 2 ივლისს და 14 ივლისამდე კვირაში სამი რეისი იქნება
✈️მოთხოვნიდან გამომდინარე ფრენების სიხშირე გაიზრდება და 14 ივლისიდან გაფართოვდება ამ ქალაქების სია.
Georgia • Austria • Belgium • Bulgaria • Croatia • Czech Republic • Germany • Greece • Hungary • Lithuania • Montenegro • Netherlands • Norway • Romania • Spain • Ukraine
ველოდებით დამატებით ინფორმაციას საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით. ” , ნათქვამია განცხადებაში.