ნარკომოვაჭრეების თვალის ასახვევად, პერუს ნაციონალურმა პოლიციამ სპეცოპერაცია სუპერგმირების ფორმაში ჩაატარა.
სპეცდანაყოფმა ოპერაცია წინასწარ დაგეგმა. კრიმინალების ადგილმდებარეობა მათთვის უკვე ცნობილი იყო.
იმისათვის, რომ საზოგადოების ზედმეტი ყურადღება თავიდან აერიდებინათ, მათ “მარველის“ სუპერგმირების: თორის, შავი ქვრივის, სპაიდერმენისა და კაპიტან ამერიკას კოსტიუმები მოირგეს. სპეცოპერაციის ჩატარების თარიღი ჰელოუინს დაემთხვა.