საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს ნოემბრის ტესტ-მატჩებზე პირველ შეხვედრას ურუგვაის წინააღმდეგ ჩაატარებს. „ბორჯღალოსნები“ ამ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდებიან.
ლევან მაისაშვილის განკარგულებაში 23 მორაგბეა, რომელთაგანაც რამდენიმე დებიუტანტია. გუშინ გაიმართა კაპიტნების ვარჯიში.
დღევანდელი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.