“ტვიტერზე” ვერიფიკაციის საფასური თვეში $7,99 იქნება – ლურჯი ნიშნის მიღებას შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ყოველთვიურად თანხას გადაიხდის
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მედიის ცნობით, CNN-მა შექმნა Twitter-ის ახალი ანგარიში და დარეგისტრირდა ფასიან ვერიფიკაციაზე, თუმცა გვერდმა ვერიფიკაცია ვერ მიიღო.
ვერიფიკაციის ნიშანი დიდი ხანია რაც გამოიყენება და იგი ხელისუფლების წარმომადგენლების, გამოჩენილი მოღვაწეების და ჟურნალისტების ავთენტურობის ადასტურებს.
ცვლილების შედეგად, Twitter-ზე ვერიფიკაციის ლურჯი ნიშნის მიღებას შეძლებს ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც ყოველთვიურ თანხას გადაიხდის.