Saturday, May 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გაუფრთხილებლად მივედი და გამოსასვენებელი გავხდი – მეყველე ანა ნანახით მიღებულ შოკს ვერ მალავს

November 3, 2022
გაუფრთხილებლად მივედი და გამოსასვენებელი გავხდი – მეყველე ანა ნანახით მიღებულ შოკს ვერ მალავს

ყველის მწარმოებელთა გილდიის ხელმძღვანელი, ანა მიქაძე-ჩიკვაიძე ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობს და იქაურ ფერმებსა და ყველის წარმოებას ეცნობა.

ამჟამად ანა შვეიცარიის ქალაქ ლუგანოშია და თხის ფერმებს ათვალიერებს. უფრო სწორად, ნანახით მიღებულ შოკს ინელებს და ფეისბუქით გვიზიარებს.

(სტილი დაცულია)

ანა მიქაძე-ჩიკვაიძე: თხის ფერმა. მივედით გაუფრთხილებლად რომ გაგვეფრთხილებინა, იქნებ 2-იოდ წუთი გამოენახა სალაპარაკოდ მეურნეს.

არასდროს სცალიათო, რომ მითხრა მასპინძელმა, ცოტა არ მჯეროდასავით…

კი, ნამდვილად არ სცალიათ, მაგრამ ევროპული ზრდილობიანობით ცდილობენ რამენაირად დაგეხმარონ და დაგიგეგმონ შეხვედრა.

უკვე იქ ხარ, უყურებ და ხედავ, რას აკეთებენ და როგორ შრომობენ, მაგრამ ამაზე სასაუბროდ და კითხვებზე პასუხის გასააცემად, უნდა მოვემზადით ჩვენც და ისინიც.

დრო, წუთი, საათი – ასე ძვირფასი არსად მგონებია. არსად მიგრძვნია, პირადად მე, რა და როგორ გავფლანგე დროის სახით.

_____

სანამ ქრისტოფის ინტერვიუს “ჩავაწყობთ” მის რძალთან, რომელიც სლავური წარმოშობის ამერიკელია, ფერმის ტერიტორიაზე ყველაფერს ვამჩნევ და სუნთქვა მეკვრება…

ეს უნდა გაგიზიაროთ ჩემს მეთხევე მეგობრებს.

გზა , რითაც ავედით თხის ფერმაში ვიწროა და ტყიანი. თავზე ადგას კლდე, რომლის სახელია “ბებრის კბილები”.

კი, მეჩხერია და პირქუში.

კლდის ძირში, ტყეში პატრიცების შთამომავალთა სამოსახლოები და მეურნეობებია.

სულ, სულ მთლად წვერში, ბოლო შემოღობილი, ეს ფერმაა და იმის იქით, ტყეში მხოლოდ ე წ “შლაგბაუმით” შეხვალ, ან ვერ შეხვალ. აქ პრივატ სივრცეს ოქროს ფასი ადევს.

ცოტა გაკვირვებული ვარ…

ძველ, ჩვენებურ ხევსურულ, ქვით ნაგები სახლების ბოლოში. თანამედროვე ორსართულიანი შემინული სახლია. სასტუმროს უფრო ჰგავს.

სადაა ფერმა? მეუბნებიან რომ ესაა თხის ფერმა…

პირველი, რაც დავინახე უჟანგავი რკინის რძის ავზებია. ვეცდები ფოტოებიც ამ თანმიმდევრობით დავალაგო.

თხა და თხის სადგომი არ ჩანს.

კი ბატონო, წარმოება არის… სადეგუსტაციო სივრცე არის, მაღაზია არის…

მაგრამ არ არის. აი არ არის ფერმა…

მე ცოტა მაკვარანჩხი მასპინძელი მყავს.. სულ სურპრიზებში ვყავარ და მივყვები უკან ცხვარივით..

გავესაუბრეთ ყველის ოსტატს.. რძის მიმღებს რეცხავდა.. დღეს რძე ცოტა გვაქვს, სულ რაღაც 500 ლიტრიო..

თხები უკვე შრებიანო.. აქაც შრებიან თურმე.. იტალიელი ვარო, მაგარი მეყველეო და შევედით შენობაში.

ავდივართ ქვის კიბეებზე.. გავდივართ პატარა ლაბირინთით , სადაც ტექნიკა და ბევრი მრგვალი თივის მარაგია და

აბა, გამოცანით სად შევდივართ?! დიდ ფერმაში!

გაუფრთხილებლად მივედი და გამოსასვენებელი გავხდი - მეყველე ანა ნანახით მიღებულ შოკს ვერ მალავს

მე მოვკვდე, თუ მსგავსი სისუფთავე და წესრიგი ოდესმე, სადმე მენახოს და ვინ ქმნიდა ამას. 2, დიახ, 2 ადამიანი.

20-იოდე წლის ულამაზესი გოგონა და მეპატრონის ვაჟი, თავადაც მეპატრონე..

ორი პარალელური ორმო თივით და თხის ნაკელით უკვე “ლაფეტებზე ” იტვირთებოდა.

ერთი ნახევრად დასაფთავებული, მეორეზე კარგად ნაკვები და მოვლილი თხა-ბეკეკები.. ნებივრობდნენ და ცნობისმოყვარედ აქეთ გვათვალიერებდნენ.

ბიჭი გაქცეულ გამოქცეული გვესაუბრა.. გოგონა ტომრებს ტვირთავდა წარმოუდგენელი სისწრაფით და მხოლოდ გვიღიმოდა პირსნიგიანი ცხვირ-პირით..

მართლა გამოსასვენებელი გავხდი.

დიიიიდ ტყისპირა ტერიტორიაზე ყველაზე მინიმალური ფართი ფერმიან-საწარმოიანად და ზედ ყველის ოსტატის სახლიანად იკავებდა ალბათ 600 კვადრატულს..

ტერასულ სამ სართულს და ფერმიან-საწარმოიან-საწველ-დარბაზიანად ერთიან სივრცეს ქმნიდა.

ხო მთავარი, ვენტილაციის და სინათლის წყარო ფანჯრები და აწეული შუაზე ასევე სავენტილაციო შუშებით გაყოფილი ჭერი.. ასე მეტრამდე.

გაუფრთხილებლად მივედი და გამოსასვენებელი გავხდი - მეყველე ანა ნანახით მიღებულ შოკს ვერ მალავს

ხალხებოო, მე ის ანა აღარა ვარ, რაც ამ ფერმის ზღურბლზე იდგა და რაც იქიდან გამოვიდა.

ყველაფერს გავაკეთებ, აი ყველაფერს. სულ ჩოქვით შემოვუვილი საერთაშირისოებს და უწყებებს და მე აქ ჩემს მეგობარ ფერმერებს წ ა მ ო ვ ი ყ ვ ა ნ…..

დამელოდეთ, ჩვენ ზუსტად ასეთი ქვეყანა გვაქვს ასაშენებელი.. ჩვენ ამას ვიმსახურებთ..

გეფერები, მართლა ჭირნახულო ქვეყანავ ჩემო.

და ყველა სიკეთე მემეტება შენთვის და შენი მომავლისათვის..

სიყვარულით ალპებიდან, მეყველე ანა

გაუფრთხილებლად მივედი და გამოსასვენებელი გავხდი - მეყველე ანა ნანახით მიღებულ შოკს ვერ მალავს

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • როგორი ამინდი იქნება უქმეებზე – განახლებული პროგნოზი
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • ცნობილია, ვინ იქნებიან სუს-ის ახალი უფროსის მოადგილეები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge