ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის სკანდალური დეტალები – “ფორმულას” ექსკლუზიური ინფორმაციით, აჰმედის სახელით ცნობილი დაკავებული ჩეჩენი ეროვნების 40 წლის კაცი, სინამდვილეში, რუსეთის მოქალაქეა.
სანდო წყარო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ უყვება, რომ ქავთარაძის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საქართველოში ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციისთვის იყო ჩამოსული.
20:00 საათზე ტელეკომპანია „მთავარის“ გენერალური დირექტორი ბრიფინგს გეგმავს და ჩვენ მას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
დაკავებული ეთნიკური ჩეჩენის საქმის გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაცია სუს-მა ქავთარაძის ქუჩაზეც ჩაატარა და პანკისშიც. გამოძიება მას ყალბი დოკუმენტების შენახვა-შეძენას და დამზადებას ედავება.