„ღამის პრაიმ თაიმში“ მამა შალვა კეკელიამ ოჯახზე, მეუღლესა და შვილებზე ისაუბრა და ცხოვრების მძიმე პერიოდი გაიხსენა.
„ალბათ რთული მეუღლეა მამა შალვა. არასოდეს დრო არ აქვს ოჯახისთვის, სასულიერო პირები განსაკუთრებით ვდგავართ ამ რეალობის წინაშე. ძალიან ხშირად სასულიერო პირებს დილით ადრე გვიწევს გასვლა და საღამოს, ძალიან გვიან მოსვლა.
ბოლო წლებში ბევრ რამეზე დავფიქრდი განსაკუთრებულად და მეც შევიცვალე. არ შეიძლება მხოლოდ ერთ თემაზე იყო ორიენტირებული და მეუღლე, შვილები გამოგრჩეს. მე ძალიან ბევრჯერ გამომრჩენია ეს ყველაფერი, მეუღლესთან ურთიერთობაც გამომრჩენია…
მე როცა ჯვარი დავიწერე აღქმა დავდე ღვთის წინაშე, რომ ჩემს მეუღლეზე და შვილებზე ვიზრუნებდი.
ჩემი მეოთხე შვილის გარდაცვალებას და მეუღლეც მძიმე მდგომარეობაში იყო. მეოთხე საკეისრო იყო, ძალიან რთულად იყო, ბავშვი გარდამეცვალა და მეუღლეც საფრთხის წინაშე იყო, რომ შეიძლებოდა ისიც გარდაცვლილიყო. მაშინ განსაკუთრებულად დავფიქრდი ამაზე, უცებ შეიძლება ეს ყველაფერი ხელიდან გამოგეცალოს…“ – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ