ტელეწამყვანები, ცოლ-ქმარი აჩიკო სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე ერთმანეთის გაცნობის ისტორიას “ღამის პრაიმტაიმის” ეთერში იხსენებენ.
როგორც აჩიკო აღნიშნავს, პირველად ნუცას ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ შეხვდა.
„როდესაც „მაკბეტის“ გასტროლიდან დავბრუნდით, ნუცა იყო თეთრი მაისურით და ფორთოხლისფერი მიკროფონით. მაშინ მოხდა ჩვენი პირველი შეხვედრა. სიმპათია გაგვიჩნდა და მას შემდეგ ორი წელი გავიდა. ,,რუსთავი 2-ში” რომ მოვედი, ნუცა დამხვდა აქ“, – იხსენებს აჩიკო სოლოღაშვილი.
როგორც ნუცა ამბობს, აჩიკო პირველად ტელევიზიაში არ უნახავს, რადგან მას სცენაზე ხშირად ხედავდა.
„როდესაც აჩიკო სოლოღაშვილი ჩავწერე, ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვიყავი“, – ამბობს ნუცა.
როგორც წყვილი აღნიშნავს, მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო.
„თავიდან ყველაფერი მეგობრობით დავიწყეთ. 2 თვეში ხელი მთხოვა და 5 თვეში ცოლად გავყევი. შემდეგ 11 წელია ერთად ვართ“, – საუბრობს წყვილი.