საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, გიორგი გამსახურდია ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის.
“ეს არის რეალური საქმე და დაფასება, საქართველოს დამოუკიდებლობის მესარძიკვლისა და მისი ხსოვნის. ერთ-ერთი დიდი საქმეა იმ მამულიშვილურ საქმეთა შორის, რაც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა წლების მანძილზე ქვეყნის სასიკეთოდ.” – წერს გიორგი გამსახურდია.
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივითა და დაფინანსებით სოფელ ხიბულაში – სახლს, სადაც ზვიად გამსახურდიამ ბოლო წუთები გაატარა, რესტავრაცია უკვე ჩაუტარდა, მალე მოეწყობა მუზეუმი, ბიბლიოთეკა და მედიათეკაც.
სახლის ეზოში მალე ტაძრის მშენებლობაც დასრულდება, ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ”, ამისთვის 6 მილიონი ლარი გამოყო.