შეფმზარეული, ლუკა ნაჭყებია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ big mac-ის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოს ძვირი ქვეყნების ათეულშია.
“big macის ინდექსი არის ძალიან საინტერესო ეკონომიკური ინდიკატორი.
ეს ინდექსი გვანახებს თუ რამდენად ძვირი ჯდება ქვეყანაში ბიგმაკის წარმოება.
საქართველო ბოლო წლების მანძილზე გახდა მსოფლიოში მეცხერე სიძვირით. 149%იანი ზრდა ვაჩვენეთ. საქართველოში უფრო ძვირია ბიგ მაკის წარმოება ვიდრე:
– დიდ ბრიტანეთში
– დანიაში
– ახალ ზელანდიაში
– სინგაპურში
ბოლო მაჩვენებლებით ევროზონის საშუალო ღირებულებასაც გავასწარით რაც იმას ნიშნავს, რომ ტოპ 8ში ვიქნებით მალე.
გილოცავთ, ოფიციალურად მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირიან ქვეყანაში ვცხოვრობთ.
უკაცრაცად და რა აზრი აქვს ეკონომიკის ზრდას თუ
– მსოფლიოში ერთ-ერატი უძვირესი სესხის განაკვეთი გვაქ
– საშუალო შემოსავალის ზრდა ჩამორჩება ინფლიაციას
– ადგილწარმოება და მრეწველობა არ არსებობს
ეგებ მე არ მესმის რამე, ამიხსენით სად ტრაკიდან მოვიდა ეს 10 პროეცენტიანი ზრდა?”, – წერს შეფმზარეული.