სასამართლომ 4 წელი მიუსაჯა მამაკაცს, რომელმაც ძმას რკინის მილის დარტყმით ხელი მოსტეხა, შემდეგ კი მანქანა დაუმტვრია.
შემთხვევა გორისკენ მიმავალ გზაზე მოხდა.
,,დილის საათებში, გორის რაიონის გამავალ საავტომობილო გზაზე, შელაპარაკებისას ბრალდებულმა ძმის კუთვნილი ავტომანქანა ,,MITSUBISHI”-ს, რამდენჯერმე განზრახ დაარტყა ლითონის მილი, შელაპარაკებისას, ასევე ლითონის მილი ორჯერ განზრახ დაარტყა ხელებზე, რის შედეგადაც მიაყენა მარცხენა იდაყვის ძვლის სადგისისებური მორჩის მოტეხილობა, რაც განეკუთვნება ჯანმრთელობის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.” – განცხადა პროკურორმა.
გადაწყვეტილება 2022 წლის 24 ოქტომბერს მიიღეს. პროკურორ ნიკა სამხარაძის განცხადებით, 112-ში შეტყობინება დაზარალებულისგან შევიდა, რომელიც დახმარებას ითხოვდა. სასამართლოზე მოწმის სახით პოლიციელებიც დაიკითხნენ.
პროკურორ ნიკა მახარაძის განმარტებით, ბრალდებულს ბრალი 3 მუხლით (სხეულის დაზიანება,, სხვისი ნივთის დაზიანება და ოჯახური ძალადობა) წარედგინა.
დაზარალებულმა სასამართლო პროცესზე ჩვენებს მიცემისგან თავი შეიკავა. სასამართლომ ბრალდებული ოჯახური ძალადობის ნაწილში უდანაშაულოდ სცნო.
რაც შეეხება დანარჩენს, ორივე მუხლში მოსამართლემ ბრალდებული დამნაშავედ სცნო.
წყარო: qartli.ge