აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ერთ – სასტუმრო “ლუქსში” მოქალაქემ ხელყუმბარა ააფეთქა. როგორც „რუსთავი 2“- ისთვის ხდება ცნობილი, მან სასტუმროს ნომერი გუშინ დაიქირავა.
წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა აფეთქება თვითმკვლელობის მიზნით განახორციელა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მამაკაცს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ამ წუთებში მას ერთ- ერთ კლინიკაში სამედიცინო მომსახურება უტარდება.