Friday, August 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბაბი კირკიტაძე “ღამის შოუს ბენდის” კონცერტისთვის 15 000 ლარს ამჯერად ქედის მერიისგან მიიღებს

October 27, 2022
ბაბი კირკიტაძე “ღამის შოუს ბენდის” კონცერტისთვის 15 000 ლარს ამჯერად ქედის მერიისგან მიიღებს

ქედის მერია “ქედელობაზე“ წელს “ღამის შოუს ბენდის“ მიწვევას გეგმავს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ბენდს 15 ათას ლარს გადაუხდის, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემის ცნობით,
ტენდერის გარეშე თანხის გადახდაზე მერიას შესყიდვების სააგენტოს თანხმობა უკვე აქვს.

“ბათუმელების” ინფორმაციით, როგორც მერიაში ამბობენ, ქედაში ჩასვლაზე თანახმაა ბენდიც. მერიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ბენდის მოწვევა მოსახლეობამ მოითხოვა.

სახალხო ზეიმი “შემოდგომა ქედაში“ 2022 წლის ოქტომბრის თვეში იყო დაგეგმილი. თუმცა ღონისძიება გადაიდო და ის სხვა ღონისძიებასთან – “ღვინის ფესტივალთან“ ერთად ჩატარდება. გაერთიანებული ღონისძიების ჩატარების, შესაბამისად, ბენდის ქედაში ჩასვლის კონკრეტული დღე, ამ დროისთვის უცნობია.

“მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში შემოვიდა ქედის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა ერთობლივი განცხადება, რომლითაც მოითხოვენ ღონისძიების „შემოდგომა ქედაში“ ფარგლებში „ღამის შოუს ბენდის“ მოწვევას. „ღამის შოუს ბენდი“ საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით, მაღალი სატელევიზიო რეიტინგით, თავისი რეპერტუარითა და შოუ-პროგრამით ფართო საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ბენდის მოწვევა განხორციელდეს „შემოდგომა ქედაში“ ღონისძიების ფარგლებში, ხოლო დაგეგმილი აქტივობები გადავიდეს „ღვინის ფესტივალში“, – აღნიშნულია ქედის მერისადმი გაგზავნილ მოხსენებით ბარათში.

ქედის მერიის განმარტებით, „15 000 ლარი განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ინვოისის შესაბამისად“.ბაბი კირკიტაძე "ღამის შოუს ბენდის" კონცერტისთვის 15 000 ლარს ამჯერად ქედის მერიისგან მიიღებს

Tags: ბაბი კირკიტაძე

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მის სიტყვებს დეტალურად ვციტირებთ”- NYT რაზმაძესთან ინტერვიუზე
  • ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
  • ვის გაეთიშება ხვალ დენი – იხილეთ მისამართები

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge