კასპის მუნიციპალიტეტში პედაგოგი, დალი ჯანეზაშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.
როგორც „პრაიმტაიმს“ ოჯახის ახლობელმა უთხრა, ქალი სკოლაში მიდიოდა, რა დროსაც აღმოაჩინა, რომ ტელეფონი დარჩა და ასაღებად შებრუნდა. კიბეზე ასვლისას, გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.
გარდაცვლილ პედაგოგს ყოფილი მოსწავლეები ემშვიდობებიან. ამბობენ, რომ ყველაზე ენერგიული და გულისხმიერი იყო, მომხდარით კი თავზარდაცემულნი არიან.
„როგორ მტკივა გული… ჩემო საყვარელო დალი მასწავლებელო… ყველას განსაკუთრებულად რომ უყვარდით…
თქვენზე წარსულში როგორ ვილაპარაკოთ?! ყველას ძალიან დაგვაკლდებით. ძალიან მომენატრებით“ – წერს ყოფილი მოსწავლე.
წყარო: „პრაიმტაიმ”