ცოტა ხნის წინ ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია პარიზის დისნეილენდში იყო, ახლახანს კი ის სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მის შთაბეჭდილებებს უზიარებს:
“ისეთი ილუმინაციები იყო… აღფრთოვანებისგან ისე ვყვიროდით, ხმაც კი გაგვებზარა.
რა ვიცი, უშუქობა და ენერგოკრიზისი ჩვენ არ გვიგრძვნია… ისე, “ცეცხლი უკიდია” ყველაფერს. განსაკუთრებით ტრანსპორტს. უნივერსიტეტიდან- ოპერამდე რომ იმგზავროთ და 20 ლარი გადაიხადოთ… დაახლოებით მასეა…
მე არ ვიცი სად და ვინ არიან ის ავადსახენებელი ლიბერასტ- გლობალისტები, რომლებიც ოჯახს და ოჯახურ ტრადიციებს ებრძვიან. ამ ათობით ათას ადამიანში, შავკანიანებში, ყვითელკანიანებში, თეთრკანიანებში, ბუდისტში, ქრისტიანში, მუსლიმში, მე ისინი ვერ ვნახე. ამ ათობით ათას ადამიანს ერთნაირად უყვარდათ თავიანთი შვილები, ერთნაირად შესციცინენდნენ თვალებში, ერთნაირად დაატარებდნენ კისერზე შემოსმულს ერთნაირად, უსრულებდნენ ყველა სურვილსა და კაპრიზს, ერთნაირად იყვნენ ბედნიერები…
და ასე იქნება მუდამ!
დედა, მამა, შვილი … ოჯახი… წინაპარი… შთამომავლობა… მზე, მთვარე, ვარსკვლავები” – წერს ხოფერია