სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი კიდევ ერთხელ დაფიქსირდა – გამოვლინდა 697 შემთხვევა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. მძიმე სიტუაციის ფონზე საინტერესოა მიმართავს თუ არა სომხეთი საქართველოს დახმარებით, აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ნიკოლ ფაშინიანმაც გააკეთა:
„ვიმედოვნებთ, რომ ამის საჭიროება არ დადგება. რადგან ჩვენ ყველაფრის ისე გაკეთებას შევძლებთ, რომ რეანიმაციული განყოფილებების აუცილებლობა არ იყოს.
ამრიგად, შევძლებთ, გავაკეთოთ ისე, რომ დახმარება არ გახდეს საჭირო, თუმცა, უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ორმხრივად მზად უნდა ვიყოთ, განსაკუთრებით სომხეთი და საქართველო, დავეხმაროთ ერთმანეთს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ 2019 წელს საქართველოში წითელას ვირუსის გავრცელების დროს სომხეთმა 30 ათასი დოზა წითელას ვაქცინა მიაწოდა მეზობელ ქვეყანას.