ირანის უსაფრთხოების სამსახურმა 16 წლის სკოლის მოსწავლე ცემით მოკლა მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა რეჟიმის მადიდებელი ჰიმნის სიმღერაზე.
ირანელი მასწავლებელთა სავაჭრო ასოციაციების საკოორდინაციო საბჭოს თანახმად, 16 წლის ასრა პანაჰი მას შემდეგ სცემეს, რაც უშიშროების ძალებმა 13 ოქტომბერს არდაბილში შაჰედის გოგონების საშუალო სკოლა დაარბიეს და გოგონების ჯგუფს მოსთხოვეს ემღერათ ჰიმნი, რომელიც ადიდებს ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლას ალი ხამენეი.
მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა ჰიმნის სიმღერაზე უარი თქვეს, უსაფრთხოების ძალებმა ისინი სცემეს, რის შედეგადაც რამდენიმე გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სხვები კი დააკავეს. პანაჰი სკოლაში მიყენებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში პარასკევს გარდაიცვალა.
მომხდარმა ირანში მორიგი საპროტესტო ტალღა გამოიწვია. ოფიციალური პირები უარყოფენ, რომ 16 წლის მოსწავლის სიკვდილზე პასუხისმგებელი უსაფრთხოების ძალები იყვნენ. გოგონები სკოლებიდან აქტიურად მონაწილეობენ ირანში მიმდინარე სახალხო პროტესტში, რომელიც 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილს მოჰყვა.