ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგეში დენის დარტყმის შედეგად 34 წლის მამაკაცი აკაკი ბოლქვაძე გარდაიცვალა.
სასწრაფო დახმარების ცენტრის ექიმის თქმით, ადგილზე მისულებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
„პირველ რიგში ვუსამძიმრებთ ოჯახს. წინასწარი ინფორმაციით ჭრიდნენ ხეს, რა დროსაც მოჭრილი ხე შეეხო მაღალი ძაბვის სადენს, სავარაუდოდ ეს გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად დამატებით სხვას ვერაფერს გეტყვით“ – აცხადებენ “ენერგო პრო ჯორჯიაში”.