თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა.
გარდაცვლილი გოგონა 55-ე სკოლის მოსწავლე მარიტა მეფარიშვილია. ის ჩოგბურთელი იყო და წარმატებულ მომავალსაც უწინასარმეტყველებდნენ.
“მეხუთე წელია, რაც მარიტას პედაგოგი ვარ და ამასობაში ძალიან შემაყვარა თავი. არაჩვეულებრივი გოგონა იყო მარიტა, ამას ყოველგვარი გადამეტების გარეშე გეუბნებით. ძალიან მშვიდი, წყნარი, ზრდილი და ღიმილიანი იყო. მარიტა სპორტით იყო მაქსიმალურად დაკავებული, რასაც ბევრი დრო მიჰქონდა (მარიტა მზიურის ჩოგბურთის კორტებზე ვარჯიშობდა, მისი მწვრთნელი მამა – დავით მეფარიშვილი იყო – ნ.ფ.). მას სპორტი არ უშლიდა ხელს სწავლაში. მარიტას უფროსი და ჰყავს, ნუცა, მე-9-ე კლასელია, ისიც ვარჯიშობს” , – ამბობს “ამბები.ჯისთან” ლუბა კასრაძე, მარიტა მეფარიშვილის პედაგოგი.