საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 652-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ის 383-მდეა გაზრდილი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 394 ადამიანია, ხოლო კარანტინის რეჟიმში – 4246 მოქალაქე იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, 11 ადამიანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ საქაართველოში ვირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.