ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შესახებ წერს.
ხოფერიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“დგება ისეთი მომენტი, როდესაც საკუთარი რისკის ფასად, თუნდაც ეს რისკი სიტყვიერად იყოს გამოხატული ან პოზიციურად, გიწევს შენი ქვეყნის გადარჩენა! შენი ხალხის გადარჩენა!
სამწუხაროდ, ახლა, სწორედ ასეთი დრო დაგვიდგა.
რამოდენიმე ადამიანისგან გავიგე გულისწყრომა – რას უჯინიანდებიან, რას ერჩიან კელი დეგნანს, გაუშვი ერთი შტერი ქალია, ამერიკა არ გვაპატიებს სიჯუტეს…
მოკლედ კი, ეს ასე ჟღერს-გაუწექით, ყველაფერზე დაითანხმეთ, ომი უკანასკნელ ქართველამდე…
ვინაიდან ქალბატონი კელი დეგნანი სცენიდან არ ჩამოდის და ბეჯითი მოსწავლესავით ასრულებს საშინაო დავალებას, იბადება კითხვა – ვინ არის კელი დეგნანი?…
ალეკო ელისაშვილი დიდი ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ კელი დეგნანი ტურისტი არ არის. ეს გავიგეთ, დავეთანხმეთ, მოვუწონეთ რომ მიხვდა..
მაგრამ, მაინც, ვინ არის ეს ავადსახსენებელი კელი დეგნანი?…
ფაქტია, რომ იგი გასულია ელჩის მოქმედების არეალიდან.
ფაქტია, რომ მისი ქმედებები ვერ იტევს დიპლომატისთვის განსაზღვრულ ჩარჩოებს.
ფაქტია, რომ მისი სალაპარაკო ენა არ არის დიპლომატიური.ის უფრო მენტორულ, კოლონიზატორულ, კომუნისტურ აქცენტებს ატარებს.
ფაქტია, რომ მან მოიტყუა, როდესაც განაცხადა, რომ არ შეხვედრია ივანიშვილს!
ფაქტია, რომ იგი პირდაპირ ითხოვს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას!
და მაინც, ვინ არის კელი დეგნანი?!…
“ერების დამონების ორი გზა არსებობს. ერთი არის იარაღი, მეორე ვალი” – ჯონ ადამსი.
ხომ არ გეჩვენებათ, რომ ძალზედ ხშირად გვახსენებს ქალბატონი დეგნანი – 6 მილიარდს, რომელიც ამერიკამ ჩვენ დაგვახარჯა ბოლო 30 წლის განმავლობაში?…(ეს საკითხი კი, სად, რაში და ვის დაახარჯა 6 მილიარდი, სერიოზულ გაშიფრვასა და მსჯელობას მოითხოვს).
ისე, ერთ დადასტურებულსა და გვატემალასა და ეკვადორში, პანამასა და ვენესუელაში, ირანსა და ერაყში წარმატებით განხორციელებულ პროექტის არსს შეგახსენებთ- როდესაც ქვეყნის ვალებში ჩაფლვა, პრეზიდენტებისა და მმართველი ელიტის მოსყიდვა არ მუშაობს, ისინი (აქ, ვინც გაგეხარდებთ ის ჩასვით- კორპორატოკრატია, აშშ-ს სახდეპი, გლობალისტები, მასონები, კლაქსონები, კარლსონები… მე კი ვიცი ვინცაა ჩასასმელი…) აგენტებს აგზავნიან ან სულაც მწვანე ბერეტებს. ისინი ამხობენ მთავრობებს… ან ხოცავენ მთავრობებს – სულ ესაა პროექტის დედააზრი…
მე არ ვიცი რას აკეთებდა კელი დეგნანი ავღანეთში ან რისთვის მიიღო ჯილდო… ფაქტი კი ერთია, რომ ის არც ტურისტია და არც ელჩი…
საქართველოში ნელი მოქმედების ნაღმივით ჩადებულმა ფულებმა არ იმუშავა! ფულით მოსყიდვის პირველი წესი ჩავარდა! ალბათ, ამიტომაც გაეჩხირათ ყელში ივანიშვილი! არც ხელისუფლების მოსყიდვის (დღევანდელ ხელისუფლებას ვგულისხმობ) ეჭვებს გვიჩენს მათი რიტორიკა, არც ვაზელინწასმული აპირებს ვინმე საქართველოს დაცვას. მოკლედ, სწორედ ამ რეალობამ გამიჩინა იმის განცდა, რომ დგება მომენტი, როდესაც სამშობლო სიცოცხლეზე მეტია!
დარჩა ერის დამონების მეორე გზა – იარაღი, ხელისუფლების დამხობა ან სულაც ლიკვიდაცია!
იმედს ვიტოვებ, რომ ვერავინ გაბედავს ჰუგო ჩავესივით, როლდოს აგიმერასავით ან ომარ ტორიხოსივით დაგვაკლან თავზე ვინმეს!
კელის ჩემგან მოკითხვა… ზურაბ ჟვანიას მეგობარმა მოგიკითხათქო, გადაეცით!“ – წერს ხათუნა ხოფერია.